2014 წლის 29 მაისს ჭალის საჯარო სკოლაში, მეთორმეტე კლასელთათვის, ბოლო ზარი დაირეკა,ზარი,რომელსაც მთელი თორმეტი წელი მოუთმენლად ველოდით....
ჩემო ძვირფასებო!
ალბათ,არასოდეს დაგავიწყდებათ სკოლაში გატარებული წლები.დღევანდელი დღისა და ერთად მიღწეული წარმატებების გადასახედიდან,თამამად შეიძლება ვთქვათ,რომ ჩვენ ერთად გავიზარდეთ... მე,როგორც მასწავლებელი და თქვენ ჩემი ღირსეული,პირველი მოსწავლეები...
თითქოს ყველაფერი გუშინ იყო,ფართოდ გახელილი,გაოცებული თვალებით,რომ იწყებდით სამყაროს შეცნობას,ლამაზი პატარა თითებით გამოგყავდათ მრგვალი ასოები...რამდენი ლამაზი დღე,სიხარული,ტკივილი ერთად განვლეთ,დავძლიეთ ჭირიც და ლხინიც, სიხარულიცა და მწუხარებაც...და ასე მოვედით ამ დღემდე,რომელსაც ბოლო ზარი ვუწოდეთ და რომელსაც სიხარულთან ერთად სევდაც ახლავს,სევდა ბავშვობასთან და მსობლიურ სკოლასთან დამშვიდობებისა.....
გლოცავთ და გეფერებით,სიყვარული ღვთისა და მოყვასისა მარად ყოფილიყოს თითოეული თქვენგანის
თანამდევი!
უსაზრვრო სიყვარულით თქვენი ირმა მასწავლებელი!
2014 წლის 29 მაისისატესტატო გამოცდები:
ბოლო ზარი
ჭორვილის რიტუალების სახლში:
Комментариев нет:
Отправить комментарий