Страницы

მთავარი

ბლოგის შექმნის მიზანი

   საყოველთაოდ აღიარებულია, რომ პროფესიული განვითარება მასწავლებლის ყოველდღიური სამუშაო პრაქტიკის შემადგენელი ნაწილია,უფრო მეტიც, უწყვეტი პროფესიული განვითარება ჩვენი წარმატების საწინდარიარონალდ ბართი ბრძანებდა;  „საინტერესოა, რამდენი ბავშვის ცხოვრებას გავხდიდით წარმატებულს, თუ მასწავლებლები ერთმანეთს გავუზიარებდით იმას, რაც ვიცით“. ვფიქრობ, უდავო ჭეშმარიტებაა, და ჩემი ბლოგის შექმნის მიზანიც სწორედ ესაა, რადგან მწას, რომ  პედაგოგის ცოდნა-გამოცდილება სწორედ იმ სანთელს უნდა ჰგავდეს, რომელიც კიდევ ასობით და ათასობით  სანთელს ააკიაფებს; იმგვარ ქისას უნდა ჰგავდეს, რომელსაც ოთარაანთ ქვრივიმიეცი და მოგეცესეძახდა...
       ჩვენი მიზანი ხომ წარმატებული მოსწავლეა და , რაც მეტია წარმატებული მასწავლებელი, მით მეტია წარმატებული მოსწავლე, საზოგადოების წარმატებული წევრი, მინდა ყველა პედაგოგს გზა დავულოცო  ამ მეტად საპასუხისმგებლო საქმეში...



,,თუ სიყვარული არ შეგიძლია, ნუ ასწავლი ბავშვებს"

1. გიყვარდეს მთელი გულითა და სულით. თუ სიყვარული არ შეგიძლია, ნუ ასწავლი ბავშვებს

2. ასწავლე სადად, უბრალოდ, ისე, რომ მთავარი არ გაგეფანტოს.

3. გაიმეორე, როგორც ბუნება იმეორებს, ვიდრე არ მიაღწევს სრულყოფილებას.

4. ასწავლე ისე, რომ გახსოვდეს მშვენიერება, რადგან იგი დედაა ყოველივესი.

5. იყავი გულანთებული, ლამპრები რომ აანთო, ცეცხლი უნდა გქონდეს გულში.

6. სული შთაბერე გაკვეთილს, ყოველ გაკვეთილს სული უნდა ედგას ცოცხალ
არსებასავით.

7. იზრუნე შენი სულის ამაღლებაზე, - რომ გასცე, უნდა გქონდეს.

8. გახსოვდეს, შენი პროფესია ხელობა კი არა, ღვთისმსახურებაა.

9. ყოველდღე, გაკვეთილის დაწყებამდე, საკუთარ სულში ჩაიხედე, წმინდა თუ გაქვს გული.

10. იფიქრე იმაზე, რომ ღმერთმა შენ დაგაკისრა ხვალინდელი დღის შექმნა.
                                                      გაბრიელა მისტრალი


Комментариев нет:

Отправить комментарий