ანგარიში
,, სამეცნიერო–პრაქტიკული
კონფერენცია”
ჩამტარებელი ორგანიზაცია: ლამარა მარგველაშვილის სახელობის სკოლა XXI საუკუნე
ადგილი და ხანგრძლივობა: თბილისი, მარჯანიშვილის ქ. 7. თიბისი გალერეა (თიბისი ბანკის ცენტრალური ფილიალი .მე-4 სართული) 10.05.2014
ჩამტარებელი ორგანიზაცია: ლამარა მარგველაშვილის სახელობის სკოლა XXI საუკუნე
ადგილი და ხანგრძლივობა: თბილისი, მარჯანიშვილის ქ. 7. თიბისი გალერეა (თიბისი ბანკის ცენტრალური ფილიალი .მე-4 სართული) 10.05.2014
მიზანი :
პედაგოგური კვლევა და მისი პრეზენტაცია.
ამოცანები:
·
პედაგოგიური
კვლევების პრეზენტაცია.
·
სტენდური
გამოფენების დათვალიერება.
·
მომხსენებლებთან
გასაუბრება
რეზიუმე:
ლამარა მარგველაშვილის სახელობის სკოლა XXI საუკუნის, მასწავლებელთა
პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და
თიბისი ბანკის პარტნიორობით 2014 წლის 10 მაისს თიბისი გალერეაში ჩატარდა
სამეცნიერო–პრაქტიკული კონფერენცია თემაზე: პედაგოგიური
პრაქტიკის კვლევა .
კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს მასწავლებლთა პროფესიული
განვითარების სქემაში ჩართულმა სერტიფიცირებულმა და ასევე, არასერტიფიცირებულმა
მასწავლებლებმა. მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ: მასწავლებელთა პროფესიული
განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი, მოადგილეები და ექსპერტები; ილიას
სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ–მასწავლებლები; განათლებისა და მეცნიერების
სამინისტროს წარმომადგენლები; საჯარო და კერძო სკოლების დირექტორები და
პედაგოგები.
კონფერენციაზე გასულ 24 ნაშრომს შორის იყო ჩემი პროექტ-გაკვეთილი ,,ო,ენავ ჩემო..",რომელიც სტენდური პრეზენტაციით წარმოვადგინე.აღნიშნულ პროექტს მე და ჩემი მოსწავლეები ყოველწლიურად ვახორციელებთ კვირეულის სახით.
მომხსენებლებსა და პრეზენტაციის ავტორებს გადაეცათ
კონფერენციაში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები, ხოლო მსმენელებს
შესაბამისი ცნობები.
მნიშვნელობა:
სამეცნიერო-პაქტიკულ კონფერენციას ,,პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა“
უდიდესი მნიშვნელობა აქვს სასწავლო გარემოს მოწესრიგებისა და მოსწავლის ცოდნის
ასამაღლებლად.მნიშვნელოვანია,რომ ამ კვლევის ავტორები თავად პედაგოგები
არიან.ადამიანები, რომლებიც უშუალოდ აკვირდებიან სასწავლო პროცესს,სწავლობენ
მოსწავლის ქცევებსა და მისწრაფებებს,გრძნობენ საკუთარ წარმატებასა თუ
წარუმატებლობას, და კვლევა-ძიებით ადგენს, რა გამოდის უფრო კარგად, რაში აქვს ამა
თუ იმ მეთოდს ხარვეზი, და მერე გეგმავს სასწავლო პროცესს ისე,როგორც მას
მოეწონება.
ჩატარებული კონფერენცია მნიშვნელოვანია იმდენად,რამდენადაც
მეცნიერებასთან კავშირში ჩატარდა ეს კვლევები.უდაოდ ბევრი იშრომეს
პედაგოგებმა,ფინანსებისა და დახმარების გარეშე.გააკეთეს შესანიშნავი პრეზენტაციები
ელექტრონულ ფორმატში.საუბრობდნენ აკადემიურ სტილში.უზიარებდნენ კოლეგებს
გამოცდილებას.ეს ყველაფერი აღძრავდა სტიმულს,მომავალში სხვებიც შეძლებენ
პედაგოგიური კვლევის ჩატარებას.
მომეწონა სტენდური გამოფენები.ნებისმიერ სკოლას დაამშვენებდა მსგავსი
ბანერები,დერეფანში დაინახავენ მშობლებიც,ბავშვებიც,მასწავლებლებიც.
კონფერენცია იყო მაღალ დონეზე ორგანიზებული,გარემო კომფორტული და
სასიამოვნო.არ ყოფილა რაიმე ტექნიკური შეფერხება.დიდი მადლობა ლამარა
მარგველაშვილის სახელობის სკოლა XXI საუკუნეს.პროფესიული განვითარების
ცენტრს,ილიას უნივერსიტეტს,თითოეულ მომხსენებელსა და მსმენელს.
კონფერენციის პროგრამა
რეგისტრაცია 10.00–10.30
სთ
კონფერენციის გახსნა – 10.30 სთ
ვაჟთა სიმღერის გუნდი– ლამარა მარგველაშვილის სახელობის
სკოლა XXI საუკუნე
მარიამ ქუთათელაძე – ლამარა მარგველაშვილის სახელობის
სკოლა XXI საუკუნე
კახა ჟღენტი – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების
ეროვნული ცენტრი
ზეპირი მოხსენებები:
11.00 მაია ინასარიძე
პროგრამის პრეზენტაცია:„სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული
განვითარება“.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი,
11.15 თამარ მოსიაშვილი
„წარმოსახვითი განათლება და სასწავლო პროცესი“
სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი, განათლების სპეციალისტი
11.30 მალხაზ მაყაშვილი
„ციფრული ტექნოლოგიები კრიტიკული აზროვნების
განვითარებისთვის“
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, განათლების ფაკ–ის ასოც. პროფესორი
11.45 ნინო დუჩიძე
„ანტინარკოტიკული სწავლება სკოლაში“
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, განათლების ფსიქოლოგიის დოქტორანტი
12.00 დავით სონღულაშვილი
„ვირტუალური და რეალურ–ვირტუალური
ლაბორატორიები ფიზიკაში“
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სრ. პროფესორი
12.15 ჟუჟუნა პეტრიაშვილი
„ვირტუალური ლაბორატორია ქიმიის სწავლებაში“
ლამარა მარგველაშვილის სახელობის სკოლა XXI საუკუნე,
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სრ. პროფესორი
12.30 – 13.00 შესვენება
13.00 თამარ ყიფიანი, ნათელა ქობალია
„ინტეგრირებული გაკვეთილი ისტორიასა და მათემატიკაში“
ლამარა მარგველაშვილის სახელობის სკოლა XXI საუკუნე
13.15 პაატა პაპავა
„კითხვის ეფექტური სტრატეგიები“
განათლების სპეციალისტი
13.30 ნინო ღამბაშიძე
„ქართული ლიტერატურის მასწავლებლის ერთი საჭირბოროტო
საკითხისთვის“
გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემია თბილისში
13.45 პეტრე ბაბილუა, დავით ნოზაძე
„მათემატიკის სწავლება ტექნოლოგიების გამოყენებით“
ევროპული სკოლა
14.00 გვანცა აქიმიძე
პროექტ–გაკვეთილი „სასწავლო რესურსების აღდგენა რესტავრაცია“
ახმეტის რ–ნი, სოფ. ქვემო ალვანის საჯარო სკოლა
14.15 ხათუნა ტაბიძე
პროექტი „მსგავსება და განსხვავება კომპიუტერულ და ბიოლოგიურ
ვირუსებს შორის“
გორის №9 საჯარო სკოლა
14.30 ნინო იარაჯული
პროექტი „მოსწავლეების მიერ მულტფილმის, როგორც ისტ-ის რესურსის
შექმნა და გამოყენება“
თბილისის №159 საჯარო სკოლა
სტენდური პრეზენტაცია:
ლელა მანგოშვილი
“
სასწავლო რესურსის შექმნა პრაქტიკულ კვლევაზე დაყრდნობით“
თბილისის საერო სკოლა „ბინული“
ნანა კენჭოშვილი
„ორიგამი - გეომეტრიის სწავლების ერთ-ერთ- მეთოდი“
ქუთაისის აკაკი წერეთლის სახ. №1 საჯარო სკოლა
ირმა კრაველიძე
„ო, ენავ ჩემო“
საჩხერეს რ–ნი, სოფ. ჭალის საჯარო სკოლა
ნინო ახალკაცი
„ინტეგრირებული გაკვეთილი მათემატიკასა და რუსულ ენაში“
თბილისის №10 საჯარო სკოლა
ნატალია ინდუაშვილი, ეკა თაბუაშვილი
ინტეგრირებული პროექტი „ადამიანი გარემოსათვის, გარემო
ადამიანისათვის’
თბილისის №71 საჯარო სკოლა
ნადია (ნანა) დაბრუნდაშვილი
პროექტი „გეომეტრიული ფორმები არქიტექტურაში“
ხაშურის №1 საჯარო სკოლა
მადონა ლიპარტელიანი
„როგორ დავგეგმოთ და ჩავატაროთ ბიოლოგიური ექსპერიმენტი“
თბილისის საერო საშუალო სკოლა-კომპლექსი „სადუნი“
იზა შათირიშვილი
„შემოქმედებითი აზროვნება–პრობლემის გადაჭრის კრეატიული გზები“
ჩოხატაურის რ–ნი, სოფ. ნაბეღლავის საჯარო სკოლა
დინარი სადაღაშვილი
„საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლების ხელშეწყობა
მათემატიკის სწავლებისას“
გორის რ–ნი, სოფ. ქვახვრელის საჯარო სკოლა
ფოტოგალერეა
Комментариев нет:
Отправить комментарий