Страницы

მასწავლებელთა რეგიონალური კონფერენცია, გივი ზალდასტანის სახელობის აკადემია.

მასწავლებელთა რეგიონალური კონფერენცია 2016 წელი 23-24 აპრილი



მასწავლებელთა რეგიონალური კონფერენცია  2015 წლის 9-10 მაისი
ჩამტარებელი ორგანიზაცია: ,,გივი ზალდასტანიშვილის სახელობის აკადემია თბილისში“
ადგილი და ხანგრძლივობა: თბილისი, ლისის ტბა, ორი დღე  9–10 მაისი 2015 წელი
თემა: ,,სწავლების შესახებ“
მიზანი:   ქართველი პედაგოგებისთვის  ახალი, ევროპული მეთოდების  გააცნობა. ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში აპრობირებული და აკადემიაში დანერგილი მეთოდების არსი, ახალი მიდგომები, ტექნიკური დეტალები და ფსიქოლოგიური ასპექტები.
რეზიუმე:   გივი ზალდასტანიშვილის სახელობის აკადემია თბილისში“ 9–10 მაისს გამართა ორდღიან კონფერენცია თემაზე: „სწავლების შესახებ“. კონფერენციაზე მიწვეულნი იყვნენ დედაქალაქსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში შერჩეული საუკეთესო მასწავლებლები,(კონფერენციას სულ 99 მასწავლებელი და ოცი მოწვეული სტუმარი ესწრება.)
კონფერენციის მუშაობისას გაირკვა, რომ ქართველ პედაგოგებს ასევე ახალ, ევროპულ მეთოდებს სთავაზობსგივი ზალდასტანიშვილის სახელობის აკადემია თბილისში“. მომხსენებლებმა ლექციასემინარებით, მცირე ფორმატის დოკუმენტური ფილმებით, მონაწილეებს შორის ინტერაქტიული მუშაობითა და კრეატიული ფორმებით დამსწრე პედაგოგებს ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში აპრობირებული და აკადემიაში დანერგილი მეთოდების არსი, ახალი მიდგომები, ტექნიკური დეტალები და ფსიქოლოგიური ასპექტები აუხსნეს. მასწავლებელთა ინტერეს გამოიწვია აკადემიაში დანერგილიმა  მეთოდებმა: აქ სწავლება მთლიანად ინტერაქტიულ მეთოდზეა აგებული. ყველა კლასში დგას ჰარკნესის მაგიდა (ოვალური მაგიდა, რომელიც მისი გამომგონებლის, ედვარდ ჰარკნესის სახელობისაა), რომლის გარშემო მაქსიმუმ 15 ადამიანი ეტევა. სკოლაში პატარა კლასებია, გაკვეთილებს კი ძირითადად დისკუსიის ხასიათი აქვს: შინ წაკითხულ მასალებს არჩევენ ცოცხალ დიალოგში. მასწავლებელს ამ დიალოგში არ აკისრია წამყვანი როლი, ის მხოლოდ მოდერატორია და დიალოგის მსვლელობას აწესრიგებს, ასე ვთქვათ, დირიჟორობს, რომ ყველას მიეცეს აზრის გამოთქმის საშუალება. ცხადია, ზოგჯერ საჭიროა რთული საკითხების ახსნა და განმარტება. ამ დროს მასწავლებელი დისკუსიას წყვეტს, მაგრამ მოსწავლეებს ახსნის დროსაც სრული თავისუფლება აქვთ, კითხვები დაუსვან მასწავლებელს, რომელიც ერიდება მოსწავლეებისთვის საკუთარი აზრის თავს მოხვევას. დიდი სივრცეა აზრთა პლურალიზმისთვის. არსებობს გამოთქმა, ჰარკნესის მაგიდის გარშემო ვერავინ დაიმალებაო. ეს ნიშნავს, რომ თუ მოუმზადებელი მიხვედი, თავს უხერხულად იგრძნობ.ყოველდღე მომზადებული უნდა მოხვიდე, რომ დისკუსიაზე არ შერცხვე თანაკლასელების წინაშე. 
 პედაგოგებისთვის კონფერენციაში მონაწილეობა იმითაც არის საინტერესო, რომ არაერთი კოლეგა გაიცნეს; ამით მყარი საფუძველი ეყრება როგორც კოლეგიალურ და მეგობრულ, ისე სამომავლო საქმიან ურთიერთობებს, რომელთა უმთავრესი მიზანი სწავლასწავლების გაუმჯობესება, ასევე ევროპულ დონეზე განათლებული და მოტივირებული თაობების აღზრდაა.
კონფერენციის პროგრამა: დღე 1 (9 მაისი)
12:00 -12:30 რეგისტრაცია, ყავა/ჩაი 
12:30 -12:45
მისალმება/გაცნობა: ანდრეს კრუზი ამერიკული აკადემიის დირექტორი 
12:45 – 1:30
მომხსენებელი: ნია ჭაჭიაშვილი, ამერიკული აკადემია თბილისში; ბიოლოგიის დოქტორი, პედაგოგიკის მაგისტრი ძირითადი უნარები და საგანმანათლებლო რეფორმები - დასავლეთის გამოცდილება
1:30 – 2:00
ფილმის ჩვენება: „ცვალებადი გონებაფილმის შემქმნელია ორეგონის უნივერსიტეტის თავის ტვინის განვითარების ლაბორატორია. ნაჩვენები იქნება ეპიზოდი ყურადღების ჩამოყალიბების შესახებ. ფილმის ჩვენების შემდეგ გაიმართება დისკუსია.
2:00 – 3:15
ლანჩი
3:15 – 3:45
მომხსენებელი: თამარ ტურაშვილი, ილიას უნივერსიტეტი; ფსიქოლოგიის დოქტორი, შრომითი და ორგანიზაციული ფსიქოლოგიის ასოცირებული პროფესორი პოზიტიური ფსიქოლოგიის ინტეგრაცია სკოლებში: შედეგზე ორიენტირებული პრაქტიკა 
3:45 -3:55
შესვენება 
3:55 – 6:00
გუნდური მუშაობა, თამარ ტურაშვილი, ფსიქოლოგიის დოქტორი
დღე 2 (10 მაისი)
10:00 -10:30 რეგისტრაცია, ყავა/ჩაი
 10:30 – 11:00 მომხსენებელი: ქეთევან თოფაძე, ამერიკული აკადემია თბილისში, ფილოლოგიის მაგისტრი, პედაგოგიკის მაგისტრი მეტაკოგნიტური სტრატეგიები ინტერაქტიულ სწავლებაში ფილმის ჩვენება: ფილმისწავლის სწავლება-მეტაგოგნიციაშექმნილია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაკვეთით, ამერიკული აკადემიის მასწავლებლების მონაწილეობით. ფილმში მოთხრობილია სწავლების ჰარკნესისეულ მეთოდზე ჩვენების შემდეგ გაიმართება დისკუსია.
11:00 – 12:30 ჯგუფური მუშაობა: ჰარკნესის სწავლების მეთოდი მონაწილეები გაიყოფიან ჯგუფებად საგნების მიხედვით (ლიტერატურა, მათემატიკა და მეცნიერება). ჯგუფური მუშაობა ჩატარდება აკადემიის საკლასო ოთახებში ჰარკნესის ოვალურ მაგიდისთან. მონაწილეები დააკვირდებიან იმიტირებულ ჰარკნესის გაკვეთილს და გაეცნობიან საგნის სწავლების რამდენიმე მეთოდს.
12:30 – 1:45 ლანჩი
1:45 – 2:15 მომხსენებელი: ლევ გეონჯიანი, ფიზიკურ მეცნიერებათა დოქტორი, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორ-ასისტენტი საშუალო სკოლის კურსდამთავრებულების უნივერსიტეტებში განთავსების რაოდენობრივი სტატისტიკა და ანალიზი(2007-2014).
 2:15 – 2:45 მომხსენებელი : გურამ ბერიშვილი, მათემატიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პედაგოგიური ფსიქოლოგიის დოქტორი, საქართველოში ინტერნეტის განვითარების ჯგუფის თავმჯდომარე სახელმწიფო და განათლების სისტემა
2:45 –3:30 სადილი
3:30 – 4:30 მომხსენებელი: ილია მესტვირიშვილი, ფიზიკის მასწავლებელი, ამერიკული აკადემია თბილისში, ბაკალავრის ხარისხი ფიზიკაში, პედაგოგიკის მაგისტრი ხარისხიანი განათლება ყველასათვის -ამერიკული აკადემიის ონლაინ აკადემიის პრეზენტაცია. ონლაინ დისტანციური სწავლების პორტალი (საპილოტე პროექტი) (http://youtu.be/dhF3zVNfKHI )
ფოტოგალერეა:















Комментариев нет:

Отправить комментарий