მე და ჩემი მეგობრები უკვე წლებია ერთად მოვდივართ...მათგან ბევრი ჩემი აღმზრდელია,რომელთა გამოცდილება და გულისხმიერება ყოველთვის ძალას მმატებს.ჩვენ ერთად დაგვიგეგმავს და მიგვიღია მონაწილეობა სხვადასხვა პროექტებსა თუ ღონისძიებებში და ასეთ გუნდურობას წარმატებაც ბევრჯერ მოუტანია... ჩვენ არ ვუშინდებით სიახლეებს, სირთულეების მიუხედავად ღირსეულად ვემსახურებით მომავალი თაობის აღზრდის მეტად საპასუხისმგებლო საქმეს....
9 გზავნილი მასწავლებელს!
1. მე უნდა ვიყო სამართლიანი ;2. მე უნდა ვიყო ღია სიახლეებისათვის ;
3.მე უნდა ვიყო შემოქმედებითი ;
4.მე უნდა ვიყო ტოლერანტი ;
5.მე უნდა ვიყო თვითკრიტიკული ;
6.მე ვასწავლი და ვსწავლობ ;
7.ვზრუნავ უწყვეტ პროფესიულ განათლებაზე ;
8.სკოლა ჩემი სახლია ;
9.ვაშენებ სამოქალაქო საზოგადოებას.
საქმის კეთების 6 რჩევა
1.იდეალურ შედეგს უდიდესი ძალისხმევა სჭირდება. რესურსები დახარჯე მხოლოდ პრიორიტეტულ მიმართულებაზე.
2.არ ღირს გადაუჭრელ პრობლემებზე ნერვიულობა. ასეთები უნდა აღმოაჩინო, შემდეგ კი დაივიწყო და სხვა ამოცანებზე იმუშაო.
3.თუკი პირველად გეჩვენება, რომ საქმე წარმატებით დასრულდა, იცოდე, რომ ეს მოჩვენებითია. კიდევ არის დარჩენილი სამუშაო.
4.არ დაინანო დრო მოსალოდნელი სირთულეების წინასწარ განჭვრეტაზე.
5.არ დაყარო ფარ-ხმალი კრიტიკულ მომენტში, საქმის კეთებისას გარდაუვალი კრახის პირველი განცდა ყოველთვის მოჩვენებითია.
6.არ დაივიწყო მიზანი და არ გადახვიდე გეგმის მექანიკურ შესრულებაზე. რეგულარულად გააანალიზე მიზნები და მათ მისაღწევად არჩეული გზა.
მე და ჩემი კოლეგები
განათლების სამინისტროში |
უცხოელ მეგობრებთან ერთად GIPA-ში გამართულ კონფერენციაზე |
მე და ჩემი საყვარელი ეთერი მასწავლებელი,ადამიანი,ვინც მე ქართული შემაყვარა... |
მთაწმინდაზე-მე,ზაზა,ნანა და ჯეისონი |
მე-12 კლასის ბანკეტი-2014 წელი |
2013 წლის ბანკეტი |
მე,მანანა მასწავლებელი და ირმა |
მე და მზეო |
ექსკურსი შიო მღვიმის მონასტერში |
შიო მღვიმე |
ბოდბე, მე და ირმა |
მე და მაია ამერიკელ სუზისთან ერთად |
მე,შორენა,მაიკო და მარიზი |
Комментариев нет:
Отправить комментарий