Страницы

მასწავლებელთა II კონფერენცია უნივერსიტეტი სკოლას-სკოლა უნივერსიტეტს

                       ანგარიში  ღონისძიების შესახებ 

 ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი პედაგოგიკის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი,მასწავლებელთა II კონფერენცია უნივერსიტეტი სკოლას - სკოლა უნივერსიტეტს  (სწავლებისა და განათლების პრობლემები) 

. მიზანი და დღის წესრიგი:

კონფერენცია მიზნად ისახავდა  უმაღლეს და საშუალო სკოლას შორის აკადემიური ურთიერთობების განვითარება -გაღრმავებას; მონაწილეებს შორის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს სწავლების ხარისხის გაზრდას როგორც საშუალო, ისე უმაღლეს სკოლაში და განავითარებს პედაგოგიკის მეცნიერების თეორიასა და პრაქტიკას. ასევე განხორციელდა განათლების სპეციალისტების, საუნივერსიტეტო პროფესიული საზოგადოებისა და საშუალო სკოლის მასწავლებლების მიერ თანამედროვე საგანმანათლებლო პროცესების განსაზღვრული სასწავლო მიზნების სირთულეებისა და პრობლემების ანალიზი; პროფესიული საჭიროებების გათვალისწინებით, პრობლემური საკითხების დასმა და კონკრეტული ნაბიჯების დასახვა სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის გზებისა და ფორმების შემუშავების მიზნით.კონფერენციაზე მოხდა ახლად დაფუძნებული პედაგოგიური ორგანიზაციის ,პედაგოგთა ასოციაციის პრეზენტაცია,რომელიც ქალბატონმა მაია ეკალაძემ წარმოადგინა.
კონფერენციის ხანგრძლივობა:   2 დღე
თარიღი: 2014 წლის  6-7 ივნისი
რეზიუმე:   მუშაობისათვის მეტად თბილი და უშუალო გარემო იყო შექმნილი. მე,როგორც მომხსენებელმა  6 ივნისს  წარმოვადგინე პროექტ-გაკვეთილი ,,ო,ენავ ,ჩემო"
კონფერენცია მართლაც ეროვნული სულისკვეთების მატარებელი იყო, აქ განხილული ყველა პრობლემა და მათი გადაჭრის გზების ძიება,ვფიქრობ, ქვეყნის უმთავრესი პრობლემის,მომავალი თაობის აღზრდისა  და ჯანსაღი განათლების სისტემის ჩამოყალიბების საწინდარია.
                              ჩემი პრეზენტაცია:




                        პ
 ქუთაისი

6-7 ივნისი, 2014

 სამუშაო განრიგი

6 ივნისი, 2014

(მის.: ქუთაისი, ნიკეას II შესახვევი #8)

10:30 - 11:30 მონაწილეთა რეგისტრაცია

11:30 - 12:00 საუზმე (ყავა, ჩაი)

12:00 კონფერენციის გახსნა

12:30 – 14:30 სექციები მუშაობა

14:30 – 15:00 შესვენება, სადილი

15:00 – 18:00 სექციების მუშაობა

7 ივნისი, 2014

(მის.: ქუთაისი, ნიკეას II შესახვევი #8)

10:30 - 11:30 მონაწილეთა რეგისტრაცია

11:30 - 12:00 საუზმე (ყავა, ჩაი)

12:00 – 14:30 სექციები მუშაობა

14:30 – 15:00 შესვენება, სადილი

15:00 – 18:00 სექციების მუშაობა

6 ივნისი, 2014

10:30-11:30 - კონფერენციის გახსნა

(მის.: ქუთაისი, ნიკეას II შესახვევი #8)

ვლადიმერ პაპავა - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი

დარეჯან თვალთვაძე - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი

მარინა ლომოური - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მრჩეველი, საბავშვო უნივერსიტეტის კოორდინატორი

ქეთევან ჭკუასელი - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგიკის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის ხელმძღვანელი

მაია ეკალაძე - მასწავლებელთა ასოციაციის თავმჯდომარე

III სექცია

ქართულისა და უცხოური ენების სწავლების მეთოდიკა

თარიღი: 6 ივნისი, 2014

სექციური მუშაობა: 12:30 – 14:30; 15:00 – 18:00;

მისამართი: ქუთაისი, ნიკეას II შესახვევი #8

სამუშაო ენა: ქართული

რეგლამენტი: მოხსენებისთვის - 15 წუთი, დისკუსიისთვის - 5 წუთი

სექციის თავმჯდომარე: ზაქარია ქიტიაშვილი, პედაგოგიკის სასწავლო-სამეცნიერო

ინსტიტუტის ასისტენტ-პროფესორი

1. ,,,ენავ ჩემო“... (პროექტ-გაკვეთილი)

ირმა კრაველიძე - საჩხერის მუნიციპალიტეტი,სოფელ ჭალის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი

2. კოლეგათა თანამშრომლობა - გამოსავალი უიმედო მდგომარეობიდან

ირმა ხუნდაძე - კერძო სკოლაივერიონი

3. ენობრივი შეცდომები ქართული ენისა და ლიტერატურის წერით ნაშრომებში იმერეთის რეგიონის საჯარო და კერძო სკოლების მაგალითზე

ლეილა აბზიანიძეაკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი პროფესორი

4. კითხვის უკეთ სწავლებისათვის

მაია მამისეიშვილი - სსიპ. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთის N1 საჯარო სკოლის დირექტორი/ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი

5. რეზო ჭეიშვილის შემოქმედებითი იმპულსები (სასწავლო პროექტი) პროექტის აღწერა

მარინე არაბიძე - სსიპ წმინდა ნინოს სახელობის ქუთაისის #3 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი

6. ინოვაციური ხედვა ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლებისას

ფიქრია მაჩიტაძე - . ქუთაისის 41- საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი

ნინო გელენიძე - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი

7. წერითი მეტყველების განვითარება - სწავლა-სწავლების აქილევსის ქუსლი

ნინო მასურაშვილი - სურამის I საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი

8. ელექტრონული მასალების გამოყენება სწავლების პროცესში სკოლის დაწყებით საფეხურზე

ნათენაძე მარეხი - სსიპ - სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი, პედაგოგიკის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი

9. შეფასების რუბრიკის დანიშნულება ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის დაწყებით კლასებში

მეგი ქიმერიძე - . ახალციხის #1 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი

10. ,,პროექტ-გაკვეთილის როლი უცხო ენის სწავლებაში

11. სალომე ლომთაძე - სსიპ ტყიბულის მუნიციპალიტეტი, გელათის საჯარო სკოლის გერმანული და ინგლისური ენების სერტიფიცირებული მასწავლებელი

                                                 ფოტოგალერეა:














Комментариев нет:

Отправить комментарий