2018 წლის 17-19 აპრილს საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის წმიდა ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის ქართველოლოგიის ცენტრის მიერ ორგანიზებული IX სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: „ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლება სკოლაში“. კონფერენცია მიეძღვნა საქართველოს სახელმწიფო ენის დღეს - 14 აპრილს.
სამეცნიერო კონფერენცია გახსნა ქართული უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა სერგო ვარდოსანიძემ. კონფერენციის მონაწილეებს მიესალმნენ: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური, ირანის ისლამური რესპუბლიკის კულტურის ატაშე ბატონი ჰამიდ მოსტაფავი, ქართული უნივერსიტეტის პროფესორი მანანა ტაბიძე, ქართველოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელი, პროფესორი ტარიელ ფუტკარაძე.
კონფერენციაზე წაკითხულ მოხსენებათა დიდი ნაწილი ავტორთა ხანგრძლივ კვლევასა და დაკვირვებებს ეფუძნებოდა, შესაბამისად, ძალიან საინტერესო აღმოჩნდა სამდღიანი კონფერენციის სამივე შემაჯამებელი სხდომა.
კონფერენციაზე ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლების კონცეფციის შესახებ მოხსენებები წაიკითხეს: პროფ. დამანა მელიქიშვილმა, პროფ. ზურაბ ვახანიამ; პედაგოგებმა: თამარ მახარაძემ, მაია ბარნაველმა, მაია მენთეშაშვილმა, მაია კობიაშვილმა.
ქართული ენისა და ლიტერატურის ცალკეული საკითხები განიხილეს: ლევან ბებურიშვილმა, მელანია კაციტაძემ, ნესტან ღამბაშიძემ, თამარ ყალიჩავამ, თინათინ გავაშელმა, თინათინ თურქიამ, ნათია იაკობიძემ, ეკატერინე შარაშიძემ, მარინა მწყერაშვილმა, ლია ილურიძემ, ინგა ქენქაძემ.
არაქართულენოვან სკოლებში ქართულის, როგორც სახელმწიფო ენის სწავლების პრობლემებსა და უმცირესობათა წინაშე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს: სამანტა გათრმა, მაგდა ჭიქაბერიძემ, ზურაბ ვახანიამ, ნატო ბერიძემ, თეა გურგენიძემ, იამზე ფუტკარაძემ, თამარ ჩხაიძემ, დალი ოსეფაშვილმა და ნათია ფუტკარაძემ.
აფხაზეთში ქართული და აფხაზური ენების სწავლებას მიეძღვნა: სოფიო კეკუას, მეთიუ ლერნერისა და თამარ კობერიძის მოხსენებები.
სწავლების მეთოდებისა და ტექნოლოგიების შესახებ ისაუბრეს: რუსუდან მოწყობილმა, ირმა ბოჭორიშვილმა, ლელა კვარაცხელიამ, რიტა ნაჭყებიამ, შორენა ცაბაძემ.
სკოლაში სწავლების ენებისა და სწავლების პროცესში დიალექტების როლის შესახებ სამსჯელოდ გამოტანილ იქნა რამდენიმე კვლევა:
ტარიელ ფუტკარაძე, ეკა დადიანი, მარიკა თედორაძე - პროფესორი არნოლდ ჩიქობავა სკოლაში მეგრულად და სვანურად სწავლების წინააღმდეგ /ქართველური ქვესისტემების ადგილი საქართველოს საჯარო სკოლებში/;
სოფიკო ჭაავა - სწავლების ენა საქართველოს მაზრებსა და ქალაქებში 1921-22 წლებში (საარქივო მასალების მიხედვით);
მიხეილ ლაბაძე - ლაზურის სწავლების საკითხისათვის სარფისა და აფხაზეთის ზოგი სოფლის სკოლებში.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ მომზადებული საგნობრივი სტანდარტის შესახებ ისაუბრეს: თინათინ ცერაძემ, ქეთევან დათუკიშვილმა, რუსუდან გონაშვილმა.
საქართველოში თითქმის დავიწყებული კალიგრაფიის თემას მიუძღვნა თავისი გამოსვლა პროფ. ნომადი ბართაიამ, რომელმაც ასევე ისაუბრა სპარსული კალიგრაფიის მაღალი კულტურის შესახებ. პირველ კლასში ქართული ანბანის სწავლებას მიეძღვნა ნათია ბრეგაძის მოხსენებაც.
კონფერენციის მუშაობა შეაჯამეს: ქართული უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა სერგო ვარდოსანიძემ, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ქართული ენისა და ლიტერატურის ექსპერტ-კონსულტანტმა მაია ინასარიძემ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის ქართული ლიტერატურის ექსპერტმა თინათინ ცერაძემ, პროფესორმა მანანა ტაბიძემ, პროფესორმა თეიმურაზ გვანცელაძემ, პროფესორმა ზურაბ ვახანიამ, ფილოლოგიის დოქტორმა ლევან ბებურიშვილმა და ქართველოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ტარიელ ფუტკარაძემ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის ლია გიგაურის თხოვნით კონფერენციის მონაწილეთა რეკომენდაციები გადაეგზავნება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს.
კონფერენციას ორგანიზება გაუწიეს: ქართველოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ტარიელ ფუტკარაძემ (საორგანიზაციო ჯგუფის ხელმძღვანელი), ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის დეკანმა, პროფესორმა ლევან ჯიქიამ, პროფესორმა მანანა ტაბიძემ, ფილოლოგიის დოქტორმა ლევან ბებურიშვილმა, ფილოლოგიის დოქტორმა სოფიო კეკუამ, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ქართული ენისა და ლიტერატურის ექსპერტ-კონსულტანტმა მაია ინასარიძემ, საქართველოს სახელმწიფო ენის მასწავლებელთა ასოციაციის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, დოქტორანტმა რუსუდან გონაშვილმა, მასწავლებელთა სახლის დისტანციური სწავლების პროგრამის პედაგოგმა ირმა კრაველიძემ, ფილოლოგიის დოქტორმა ნათია ფუტკარაძემ, ფილოლოგიის დოქტორმა თამარ ლომაძემ, ფილოლოგიის დოქტორმა მიხეილ ლაბაძემ, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელთა ასოციაციის ჟურნალის რედაქტორმა, დოქტორანტმა შორენა ცაბაძემ, დოქტორანტმა მანანა ხვინგიამ, მაგისტრანტმა რუსუდან ასანიძემ.

Комментариев нет:
Отправить комментарий