პროექტი ,,კინო სკოლაში"
2016 წლის 27 ნოემბერს სასტუმრო „ჰუალინგ თბილისი" პროექტის „კინო სკოლაში" დასკვნით ღონისძიებას მასპინძლობდა. პროექტის 2016 წლის სეზონი ინტელექტუალური თამაშით „რა? სად? როდის?" დაიხურა. ასევე, გაიმართა პირველი ქართული 3D ანიმაციის „ჯინო" სატესტო ჩვენება. კონკურსში მონაწილეობას იღებდა 86 სკოლა. თამაშს უძღვებოდა ინტელექტუალური კლუბის ,,რა? სად? როდის?“ პრეზიდენტი გიორგი მოსიძე. მოწვეულნი იყვნენ საქართველოს კულტურის მინისტრი ბატონი მიხეილ გიორგაძე და რეჟისორი ნანა ჯანელიძე.
ჭალის საჯარო სკოლის გუნდს (ნიკა დავაძე, სალომე ამირანაშვილი, ილია სადღობელაშვილი, გიორგი ლობჟანიძე, თიკო ტაბატაძე, ირალკი ხვედელიძე) ვულოცავ ინტელექტუალურ კონკურსში ღირსეულ მონაწილეობას.
კინგსის ქართულ ოლიმპიადაში მონაწილენი
2016 წელი
თსუ საბავშვო უნივერსიტეტი ესების კონკურსი - ,,ივანე ჯავახიშვილი -პირველი ქართული უნივერსიტეტის დამაარსებელი"
2016 წლის 15 აპრილს გაიმართა თსუ საბავშვო უნივერსიტეტი ესების კონკურსის - ,,ივანე ჯავახიშვილი -პირველი ქართული უნივერსიტეტის დამაარსებელი" - შემაჯამებელი შეხვედრა.
ესეების კონკურსში მონაწილეობა მიიღო საქართველოს სხვადასხვა რაიონის საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეებმა.
კონკურსის პირველ ეტაპზე მონაწილეობდა 400-მდე მოსწავლე, მეორე ეტაპზე კონკურსის პირობებიდან გამომდინარე თსუ საბავშვო უნივერსიტეტის საორგანიზაციო ჯგუფმა მიიღო 135 ესე, მათ შორის იყო ჩემი მოსწავლის, ზაალ გურასაშვილის ესე.უნივერსიტეტმა ჩვეული სითბოთი გვიმასპინძლა, მოვისმინეთ საინტერესო ლექცია და დაგვაჯილდოვა სერთიფიკატებით.( მოსწავლე და მასწავლებელი)
კონკურსის პირველ ეტაპზე მონაწილეობდა 400-მდე მოსწავლე, მეორე ეტაპზე კონკურსის პირობებიდან გამომდინარე თსუ საბავშვო უნივერსიტეტის საორგანიზაციო ჯგუფმა მიიღო 135 ესე, მათ შორის იყო ჩემი მოსწავლის, ზაალ გურასაშვილის ესე.უნივერსიტეტმა ჩვეული სითბოთი გვიმასპინძლა, მოვისმინეთ საინტერესო ლექცია და დაგვაჯილდოვა სერთიფიკატებით.( მოსწავლე და მასწავლებელი)
2016 წლის მოსწავლეთა 70-ე სასწავლო-შემოქმედებით კონფერენციაში მონაწილეთა სიგელები
(ქართული ლიტერატურის სექცია)
სასწავლო – პრაქტიკული კონფერენცია ,,რწმენა ჩვენს ცხოვრებაში"
ა ნ გ ა რ ი შ ი
ჩატარების ადგილი:
ქ. თბილისი, საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრი.
ქ. თბილისი, საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრი.
რეზიუმე:
2015 წლის 26–27 მარტს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრში გაიმართა სასწავლო-პრაქტიკული კონფერენცია - „რწმენა ჩვენს ცხოვრებაში“,რომელიც 2009 წლიდან უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ტარდება. წელს, აღნიშნულ კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო საქართველოში არსებული სკოლის 410 მოსწავლემ, მეორე ეტაპს - „წერის დღეს“ დაესწრო 315 მონაწილე. მესამე ეტაპზე კი 171 მონაწილე გადავიდა, მათ შორის იყო ჩემი სადამრიგებლო კლასის (მე–11 კლასი) მოსწავლე ირაკლი ნადირაძე, რომელმაც პირველ ტურში წარმოადგინა თემა: ,,სამშობლო,როგორც უფალი ერთია ქვეყანაზედა“ ,მეორე ტურში კი დამოუკიდებლად წერა : ,,გიყვარდეს მოყვასი შენი,ვითარცა თავი შენი“,ხოლო მესამე, დასკვნით ტურში ,27 მარტს პრეზენტაცია გააკეთა საპატრიარქოში და დამსწრე საზოგადოებას გააცნო ნაშრომი,რისთვისაც დაიმსახურა საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის სიგელი. აღსანიშნავია,რომ ნაშრომები დაიბეჭდება წიგნად,რაც მეტ სტიმულსა და ხალისს შემატებს თვით გამარჯვებულსაც და სხვა მოსწავლეებსაც, რათა სამომავლოდ კიდევ უფრო მეტი გააკეთონ.
2014 წლის მოსწავლეთა 68–ე სასწავლო–შემოქმედებით კონფერენციაზე წარდეგენილი ნაშრომების სიგელები
ირაკლი ნადირაძე, X კლასისაკონფერენციო თემა:სლენგი თანატოლთა მეტყველებაში
ნანა მწყერაშვილი, XI კლასი
საკონფერენციო თემა: ,,როგორც უფალი სამშობლოც,ერთია ქვეყანაზედა"
ქრისტინა ტოროშელიძე, X კლასი
საკონფერენციო თემა:ანთიმოზ ივერიელი
ჟანა ჩაბრაძე, XI კლასი
ლონდონის ინგლისური ენის სკოლის ქართული ენის საზაფხულო ოლიმპიადის I-II ტურში წარმატებული მონაწილე
ქრისტინა ტოროშელიძე, X კლასი
პროექტების კონკურსში ,,რა ვიცით ექვთიმე თაყაიშვილის შესახებ" გამარჯვებისათვის
,,ქართული კალიგრაფია" ნახევარფინალში წარმატებული მონაწილეობისათვის
ირმა ნადირაძე, XI კლასი
საკონფერენციო თემა:,,რაც წარსულმა გიანდერძა ,შენ მომავალს შეუნახე"
(ჩემი სოფლის ტოპონიმები)
ნატალია ფურცელაძე
საკონფერენციო თემა:,,ვეფხისტყაოსანი " და რელიგიური საკითხები
ინტელექტუალური კონკურსის ,,რა? სად? როდის? " გამარჯვებული კლასი
Комментариев нет:
Отправить комментарий