Страницы

მასწავლებელთა V საუნივერსიტეტო კონფერენცია

  • 2016 წლის 1 ოქტომბერს ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის  პირველ კორპუსში გაიმართა მასწავლებელთა V საუნივერსიტეტო  კონფერენცია "უნივერსიტეტი სკოლას – სკოლა უნივერსიტეტს" შეფასების პრობლემები ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში -პრაქტიკიდან თეორიამდე, სადაც წარმოვადგინე მოხსენება ,,მოსწავლეთა შეფასება და მისი  პრობლემები მეხუთე კლასის მაგალითზე"

კონფერენცის მიზანია:
 უმაღლეს და საშუალო სკოლას შორის აკადემიური ურთიერთობების
განვითარება და გაღრმავება;
 ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს
სწავლების ხარისხის გაზრდას როგორც საშუალო, ისე უმაღლეს სკოლაში,
პედაგოგიკის მეცნიერების თეორიისა და პრაქტიკის განვითარება;
 განათლების უახლესი მიმართულებებისა და გამოწვევების ერთობლივი
განხილვა საშუალო და უმაღლესი სკოლის აკადემიური პერსონალის მიერ;
 თანამედროვე საგანმანათლებლო პროცესებში არსებული სირთულეებისა და
პრობლემების ანალიზი;
 პრობლემური საკითხების დასმა და კონკრეტული ნაბიჯების დასახვა
პროფესიული საჭიროებების გათვალისწინებით, სამომავლო
ურთიერთთანამშრომლობის გზებისა და ფორმების შემუშავებას.
კონფერენციის სამუშაო მიმართულებებია:
I მასწავლებლის მიერ მოსწავლეთა შეფასება ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში :
 მოსწავლეთა შეფასების მნიშვნელობა
 მოსწავლეთა შეფასების პრინციპები (ობიექტურობის, ინდივიდუალურობის,
დიფერენცირებულობის, ერთიანი მომთხოვნელობის და სისტემატურობის
პრინციპი, სანდოობა, ვალიდურობა და პრაქტიკულობა) ;
 მოსწავლეთა შეფასების მეთოდები (მიმდინარე დაკვირვება, ზეპირი
გამოკითხვა, საშინაო, საკლასო და შემაჯამებელი წერითი სამუშაო,
პრეზენტაცია, პროექტი, გამოცდა და სხვ.) ;
 მოსწავლეთა შეფასები სახეები (მიმდინარე შეფასება, სემესტრული შეფასება,
წლიური შეფასება) ;
 მოსწავლეთა შეფასების ტიპები - განმსაზღვრელი და განმავითარებელი
შეფასება ;
 მოსწავლეთა შეფასების სხვა აქტუალური საკითხები (შეფასების რუბრიკები,
კრიტერიუმები, განმსაზღვრელი შეფასება და მისი შესაბამისობა ე.ს.გ.-ს
დესკრიპტორებთან და სხვ.)
II ურთიერთშეფასება :
 მასწავლებელთა მიერ კოლეგების შეფასება;
 მოსწავლეთა მიერ თანაკლასელების შეფასება;
 მოსწავლეთა მიერ მასწავლებლის შეფასება.
III თვითშეფასება :
 მასწავლებლის თვითშეფასება;
 მოსწავლის თვითშეფასება.
IV სასწავლო პროცესის შეფასება.













Комментариев нет:

Отправить комментарий