ჭალის საჯარო სკოლის ქართული
ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის, ირმა კრაველიძის ინტეგრირებული, სამოდელო გაკვეთილის
გეგმა
2017-2018 სასწ. წელი, 7 თებერვალი
მასწავლებელი:
ირმა კრაველიძე
|
||
საგანი:ქართული
ენა და ლიტერატურა
|
კლასი: მე-8
|
|
გაკვეთილის ტიპი:
სამოდელო/ინტეგრირებული
|
(ქართული, ისტორია , სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება)
|
|
თემა: ,,ყველა წიგნს თავისი ბედი აქვს“
(სამი შატბერდული
ხელნაწერის თავგადასავალი)
|
დრო 45 წთ
|
|
მოსწავლეთა პროფილი
: 14 მოსწავლე
, მათ შორის 1 სსმმ მოსწავლე
|
||
ორგანიზების
ფორმა: ინდივიდუალური
; მთელი კლასი ; ჯგუფური .
|
||
§ გაკვეთილის
მიზანი:
§ ქართული: მოსწავლეები შეძლებენ სამი შატბერდული
ხელნაწერების ისტორიის დამოუკიდებლდ
მოძიებას, დამუშავებას, პოსტერების შექმნას და აუდიტორიის წინაშე ხელნაწერთა
თავგადასავლის წარმოდგენას.
§ ხელოვნება: მოსწავლეები შეძლებენ ეპოქის
გათვალისწინებით ქართული ხელნაწერების
გაცოცხლებას, მათი ფანტაზიით შექნილი
რესურსების, ,,არქეოლოგიური გათხრებიდან“ ამოღებული
,, ნივთის“ წარმოდგენას და მათი
თავგადასავლისა და საკუთარი განცდების
გადმოცემას.
გაკვეთილი მოსწავლეებში განავითარებს შემდეგ უნარებს:
§ მსჯელობის,
კვლევის,
პრეზენტაციის,
კრიტიკული
აზროვნების,
ფანტაზიის, შემოქმედების, ასევე სოციალურ , თანამშრომლობით და ცოდნის ტრანსფერის
უნარებს.
§
|
||
ეროვნული სასწავლო
გეგმის სტანდარტი:
ქართ. VIII. 1. მოსწავლეს შეუძლია კონკრეტულ
საკითხებზე მსჯელობის მოსმენა და საკუთარი თვალსაზრისის წარმოდგენა აუდიტორიის წინაშე.
·
სსსმ -თანამშრომლობს ჯგუფთან, ისმენს და ასრულებს მათ დავალებებს.
ქართ.
VIII. 4. მოსწავლეს შეუძლია ზეპირი გამოსვლის მოსამზადებლად
სტრატეგიების არჩევა და გამოყენება.
სსსმ მოსწავლეს
შეუძლია პასუხი გასცეს მარტივ კითხვებს , ითანამშრომლოს მეგობრებთან.
ქართ. VIII.
13. მოსწავლეს შეუძლია წერის სტრატეგიების გამოყენება
ნაწერის ეფექტური ორგანიზებისათვის. სსსმ მოსწავლეს შეუძლია გადაწეროს
და შეასრულოს მარტივი წერითი დავალება.
ისტ.VIII.1. მოსწავლეს შეუძლია დააკავშიროს ფაქტები და მოვლენები შესაბამის ისტორიულ ეპოქებთან.
სსსმ მოსწავლეს შეუძლია მასწავლებლისა
და მეგობრის მონათხრობი მოისმინოს და დაუკავშიროს პირად გამოცდილებას.
ს.გ.VIII.2. მოსწავლე იჩენს ინიციატივას და ავითარებს სხვადასხვა
მასალის, ტექნიკის და პროცედურის გამოყენების უნარს ნამუშევრის შექმნისას.
სსსმ მოსწავლეს
განვითარებული აქვს მოტორული უნარები და შეუძლია პლასტილინით გამოძერწოს სასურველი
ნივთი.
|
||
საჭირო წინარე
ცოდნა და უნარი:
მოსწავლეს შეუძლია პრეზენტაციის, თანამშრომლობის , კვლევა-ძიების,
მსჯელობის, საკუთარი მოსაზრების დასაბუთება ,თიხის მოპოვება -დამუშავება.
სსსმ მოსწავლეს
შეუძლია წერა, კითხვა, მეგობრისა და მასწავლებლის ნათქვამის გამეორება, მარტივ კითხვებზე პასუხის
გაცემა, პლასტილინზე მუშაობა და სასურველი რესურსის შექმნა.
|
||
შეფასება და თვითშეფასება:
განმავითარებელი შეფასება; გასასვლელი ბარათები
|
||
სასწავლო მასალები
და რესურსები: ინტერნეტი, პროექტორი, კომპიუტერი,
სახელმძღვანელო, კალამი, ფურცლები, დაფა ,ცარცი , ლასტილინი, თიხა.
|
||
აქტივობა N1
( სახელწოდება,
ორგანიზაციის ფორმა, ხანგრძლივობა)
|
საორგანიზაციო საკითხების მოგვარება( თემის, მიზნის
და შეფასების გაცნობა სლაიდების ჩვენებით)
აქტივობა: მოსწავლეთა
პროვოცირება, გამოწვევა
ორგანიზაციის ფორმა: მთელი კლასი
ხანგრძლივობა: 5 წთ
|
|
აქტივობის მიზანი:
|
აქტივობის მიზანია მოსწავლეებმა გაიხსენონ განვითარების რა საფეხურები განვლო ქართულმა დამწერლობამ,
რა საგანძურის მფლობელები ვართ, თუ რაოდენ ძველი და ღირებულია ჩვენი წარსული.
სსსმ მოსწავლისთვის
მასწავლებელს მომზადებული აქვს სლაიდი, რომელის
მიზანია თვალსაჩინოდ აჩვენოს და დაიმახსოვროს დამწერლობის განვითარების ეტაპები.
|
|
აქტივობის აღწერა:
|
ვიდეოს ჩვენება
და ფოკუსრებული დაკვირვება
|
|
აქტივობა N2
( სახელწოდება,
ორგანიზაციის ფორმა, ხანგრძლივობა)
|
აქტივობა: კითხვა -პასუხი
მეთოდი-გონებრივი
იერიში
ორგანიზაციის
ფორმა: მთელ კლასთან
ხანგრძლივობა: 5 წთ
|
|
აქტივობის მიზანი:
|
გონებრივი
იერიშის მეთოდით საგაკვეთილო მასალის გახსენება.
|
|
აქტივობის აღწერა:
|
მასწავლებელი მოსწავლეებს უსვამს შემდეგი სახის კითხვებს:
1.რა იციან ხელნაწერი წიგნების შესახებ.
2.როგორ ხდებოდა წიგნების წერა
4.ვინ იყვნენ მომგებლები?
5. რა არის დედანი?
6.რა მასალას იყენებდნენ ძირითადად საწერ მასალად
და როგორ ამზადებდნენ მას?
7. რა არის ოთხთავი და რატომ უწოდებენ ოთხთავს?
8. ვინ არიან მახარებლები?
9. ყოველ ხელნაწერს აქვს ანდერძ- მინაწერი, როგორ
ფიქრობთ, აქვს ამას მნიშვნელობა?
10. დავაკვირდეთ ჩვენი გაკვეთილის სათაურს; არსებობს
ასეთი გამონათქვამი : ,,ყველა წიგნს თავისი თავგადასავალი აქვსო“ , როგორ გესმით
ეს გამოთქმა?
სსსმ მოსწავლე
პასუხობს მარტივ კითხვებს
|
|
აქტივობა N3
( სახელწოდება,
ორგანიზაციის ფორმა, ხანგრძლივობა)
|
აქტივობა : დავალებების
შემოწმება
მეთოდი - საჯარო
პრეზენტაცია
ორგანიზაციის
ფორმა: საერთო/საკლასო
ხანგრძლივობა: 15 წთ.
|
|
აქტივობის მიზანი:
|
აქტივობის მიზანია მოსწავლეებმა შეძლონ ჯგუფის მიერ
მოძიებული მასალის საჯარო წარდგენა, განივითარონ
პრეზენტაციისა და საჯარო გამოსვლის უნარ-ჩვევები.
|
|
აქტივობის აღწერა:
|
კლასს წინასწარ, ორი დავალება ჰქონდა მიცემული , პირველი-
მოეძიებიათ ინფორმაცია სამ შატბერდულ ხელნაწერზე
,მათი თავგადასავალი დაელაგებიათ ქრონოლოგიური თანმიმდევრობით , დაემზადებიათ პოსტერები
და ნაშრომი წარედგინათ აუდიტორიისათვის.
I- ჯგუფი-ადიშის ოთხთავი
II ჯგუფი- ჯრუჭის ოთხთავი
III ჯგუფი- პარხლის ოთხთავი
ხოლო მეორე დავალება - სახალისო, წარმოსახვითი, სახელწოდებით
„ჩვენ არქეოლოგები
ვათ“ მოსწავლეები ფანტაზიით,,აწარმოებენ“
არქეოლოგიურ გათხრებს და წარმოადგენენ
,,აღმოჩენილ“ არქეოლოგიურ ნიმუშებს (რომელიც ეპოქის გათვალისწინებით საკუთარი
ხელით აქვთ შექმნილი) და საუბრობენ შემდეგზე:
1. სად არის აღმოჩენილი?
2. რომელ პერიოდსა და საუკუნეს მიეკუთვნება
?
3. .რისთვის იყენებდნენ?
4 .როგორ ამზადებდნენ და როგორ მოხდა მათი განვითარება?
მოსწავლეები ისაუბრებენ საკუთარ ნამუშევრებზე.
სსსმ მოსწავლე
მონაწილეობას იღებს ჯგუფის მიერ მომზადებული დავალების წარმოდგენაში (წერს დაფაზე)
წარმოადგენს თავისი ხელით გაკეთებულ რესურსს
|
|
აქტივობა N4
( სახელწოდება,
ორგანიზაციის ფორმა, ხანგრძლივობა)
|
აქტივობა- წინარე
ცოდნაზე ახლის დაშენება
გამოყენებული
მეთოდი: ლექცია თვალსაჩინოებით
ორგანიზაციის
ფორმა: მთელი კლასი
ხანგრძლივობა: 5 წთ.
|
|
აქტივობის მიზანი:
|
ტაო-კლარჯეთის
ისტორიის გაცნობა.
|
|
აქტივობის აღწერა:
|
მასწავლებელი მოკლედ საუბრობს ტაო-კლარჯეთის ისტორიაზე და იქ დარჩენილ
ქართულ მონასტრებზე, პარალელურად აჩვენებს
ვიდეოს.
|
|
აქტივობა N5
( სახელწოდება,
ორგანიზაციის ფორმა, ხანგრძლივობა)
|
აქტივობა: ნანახით
აღძრული ემოციის გადმოცემა
გამოყენებული მეთოდი: /სეგმენტური /
ორგანიზაციის ფორმა: ჯგუფური მუშაობა დრო --5 წთ
|
|
აქტივობის მიზანი:
|
აქტივობის მიზანია მოსწავლეებმა შეძლონ ახსნილი და ნაჩვენები ვიდეოს საფუძველზე გარკვეული დასკვნების გამოიტანა,ჯგუფის
წევრებისთვის გაზიარება ,აზრთა შეჯერება
საერთო პრეზენტაციისთვის.
|
|
აქტივობის აღწერა:
|
სეგმენტური მეთოდის
შესაბამისად შედგენილი სქემის მიხედვით
, თითოეულ სეგმენტში მოსწავლე ინდივიდუალურად
წერს საკუთარ მოსაზრებას, უზიარებს
ჯგუფის წევრებს; ჯგუფი შეჯერებულ საკითხებს
წერს სქემის მთავარ ნაწილში და
პრეზენტატორი წარმოადგენს აუდიტორიის წინაშე.
სსსმ მოსწავლე
გამოხატავს თავის ემოციას(სიტყვიერად ან
წერს )
|
|
აქტივობა N6
( სახელწოდება,
ორგანიზაციის ფორმა, ხანგრძლივობა)
|
აქტივობა :პრეზენტაცია
ორგანიზაციის ფორმა: საერთო/საკლასო
ხანგრძლივობა: 6 წთ.
|
|
აქტივობის მიზანი:
|
აქტივობის მიზანია
მოსწავლეებმა შეძლონ ჯგუფის ნამუშევრების პრეზენტაცია კლასის წინაშე
|
|
აქტივობის აღწერა:
|
თითოეული ჯგუფი
თვალსაჩინოდ გააკრავს შევსებულ სქემას და
გააცნობს მთელ კლასს; პრეზენტაციების დასრულებისთანავე მასწავლებელი
და მოსწავლეები აჯამებენ საკითხებს
|
|
აქტივობა N7
( სახელწოდება,
ორგანიზაციის ფორმა, ხანგრძლივობა)
|
გაკვეთილის შეფასება
მეთოდი: გასასვლელი
ბარათები
მუშაობის ფორმა:
ინდივიდუალური
ხანგრძლივობა:
4 წთ
|
|
აქტივობის მიზანი:
|
აქტივობის მიზანია მოსწავლეებმა შეაფასონ გაკვეთილზე
გამოყენებული აქტივობები და თავიანთი მონაწილეობა, დაასახელონ ერთის მხრივ ყველაზე საინტერესო და მეორეს მხრივ ყველაზე რთული აქტივობა/ები და დაუბრუნონ
მასწავლებელს.
|
|
აქტივობის აღწერა:
|
მოსწავლეები შეავსებენ სპეციალურ
კითხვარს, რომლის მეშვეობით მომდევნო
გაკვეთილისთვის მასწავლებელი დაადგენს მოსწავლეთა წინარე ცოდნასა და გამოსაყენებელ სტრატეგიებს.
(თუ დრო იქნება რამდენიმე წაიკითხავს კიდეც.)
|
|
შეფასება:
თითოეული აქტივობის ბოლოს მასწავლებელი განმავითარებელი კომენტარით აფასებს რამდენიმე მოსწავლის ჩართულობას და ფოკუსირებული
დაკვირვებისთვის იყენებს დაკვირვების ცხრილს.
|
||
პრეზენტაცია: ,,ტაძრები გველიან"
Комментариев нет:
Отправить комментарий