სასწავლო ექსკურსიის გეგა
მე–11 კლასი , 5–6 ივნისი 2015 წელი
ექსკურსიის სახელწოდება
|
საქართველოს უმშვენიერესი ქალაქის, ბათუმის
გაცნობა/შესწავლა.
|
ექსკურსიის ჩატარების ადგილი და დრო
|
ექსკურსია
ბათუმში 5–6 .06.2015
|
ექსკურსიის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით
|
მოსწავლეები გამოიმუშავებენ გარემოსადმი სწორი
დამოკიდებულების უნარ-ჩვევებს და მოახდენენ ცალკეულ საგნებში შეძენილი ცოდნის
პრაქტიკაში გამოყენებას.
|
ექსკურსიის აქტუალობა
|
ნებისმიერი ექსკურსია აძლევს ადამიანს ახალ ცოდნას ბუნებაზე, საზოგადოებაზე, ისტორიულ მოვლენებზე, ე.ი. წარმოადგენს სწავლის პროცესის ნაწილს.მოსწავლეებთან
ხდება მასწავლებლის არაფორმალური ურთიერთობა,მათ პედაგოგი სხვა გარემოში აკვირდება,აძლევს
რეკომენდაციებს, შენიშვნებს,რაც აღმზრდელობით ზეგავლენას ახდენს მოსწავლეებზე. ახალი და უცხო
გარემო ზნეობრივად და ესთეტიკურად მოქმედებს ბავშვების ცნობიერებაზე. აქედან გამომდინარე იზრდება ბავშვის მოტივაცია და ექსკურსია ხდება პედაგოგიური პროცესის ნაწილი, რომელიც დიდ ზეგავლენას ახდენს მოზარდის ფორმირებაზე,ხელს
უწყობს მის განათლებასა და მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებას.
|
ექსკურსიის მიზნები
|
ხელი შეუწყოს გარემოსადმი სწორი დამოკიდებულების
გამომუშავებას; ამა თუ იმ საკითხისადმი ინტერესის გაღვივებას; მოტივაციის
ამაღლებას; საგანთა შორის ინტეგრაციას; გარემოზე დაკვირვების, ჯგუფური მუშაობის,
სოციალური, კვლევითი და თვითმართვის, დაგეგმვის უნარების
განვითარებას; ცალკეულ საგანში შეძენილი ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას;
ინფორმაციის შეგროვებას; ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას;
მსოფლმხედველობისა და ქცევის ნორმების ჩამოყალიბებას.
|
მონაწილეთა ასაკი
|
16-17 წელი
|
მოსალოდნელი შედეგები
|
მოსწავლემ შეძლო გარემოსადმი
სწორი დამოკიდებულების გამომუშავება; ამა თუ იმ საკითხისადმი ინტერესის
გაღვივება; მოტივაციის ამაღლება; საგანთა შორის ინტეგრაცია; გარემოზე
დაკვირვების, ჯგუფური მუშაობის, სოციალური, კვლევითი და
თვითმართვის, დაგეგმვის უნარების განვითარება; ცალკეულ საგანში შეძენილი
ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება; ინფორმაციის შეგროვება; ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება; მსოფლმხედველობისა და ქცევის
ნორმების ჩამოყალიბება;
|
საჭირო
ძირითადი რესურსები
|
ფოტოაპარატი, საკვები, წყალი, ერთჯერადი ჭურჭელი.
|
ექსკურსიის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები)
|
სასწავლო-შემეცნებით ვიზიტამდე
აქტივობა 1
მოსწავლეები გასვლამდე რუკაზე შეისწავლიან
საქართველოს მშვენიერ ქალაქს ბათუმს,დაადგენენ მის ღირსშესანიშნავ ადგილებს
,კლიმატს, რელიეფს.
აქტივობა 2
მოსწავლეები ინტერნეტიდან მოიძიებენ
ინფორმაციას და . გაინაწილებენ დავალებებს.
პირველი ჯგუფი იმუშავებს ბათუმის ბოტანიკური ბაღისა და გონიოს ციხის ისტორიულ
ცნობებზე .
მეორე ჯგუფი-ბათუმის ბოტანიკური ბაღის ეგზოტიკურ მცენარეებზე
მესამე ჯგუფი-ბათუმის კლიმატზე
მეოთხე ჯგუფი-ფოტომასალის გადაღება–მოგროვებაზე.
თითოეული ჯგუფი დაწერს შთაბეჭდილებას.
აქტივობა 3
მოსწავლეებს გავაფრთხილებ იმ აუცილებელი
მასალების შესახებ, რომლებიც დასჭირდებათ ექსკურსიაზე, ექსკურსიის წინ, ან
ექსკურსიის შემდეგ. განსაზღვრავენ აუცილებელი ნივთების ნუსხას.
აქტივობა 4
მოსწავლეები შეძლებენ ტრანსპორტის
მოძიებას,სამგზავრო ხარჯებისთვის თანხის შეგროვებას
აქტივობა 5
მოსწავლეებმა უნდა ჩამოაყალიბონ ექსკურსიის
განრიგი და მარშრუტი, რომელიც დროითი გეგმის შედგენის უნარების განვითარებას
უწყობს ხელს.
სავარაუდო მარშრუტი:
თავდაპირველად,ვიდრე ბათუმში ჩავალთ, ვესტუმრებით
ჯიხეთის დედათა მონასტერს, ხოლო ბათუმში ჩასვლის შემდეგ პირველად ვეწვევით მწვანე კონცხს–ბოტანიკურ
ბაღს (ქალაქ ბათუმის ბოტანიკური ბაღი ცნობილია თავისი მრავალფეროვანი
ეკო-სისტემებითა და უნიკალური ჯიშის მცენარეებით);
·
ბოტანიკური ბაღის
მონახულების შემდეგ გეზს ავიღებთ
გონიო-აფსაროსის ციხისკენ,შემდეგ
კი ცენტრალურ მუზეუმს დავათვალიერებთ.
·
სადილი
·
სადილისა და მცირე
დასვენების შემდეგ ვესტუმრებით პიაცას მოედანს, ევროპის მოედანსა და მის
მიმდებარე ტერიტორიას;
·
ქალაქის ცენტრალური
თეატრის შენობის დათვალიერება;
·
თეატრის მონახულების
შემდეგ გადავინაცვლებთ ბათუმის ძველი ბულვარის ტერიტორიაზე და გავისეირნებთ
ზღვისპირა სანაპირო ზოლის გასწვრივ;
·
იუსტიციის სახლის,
სიყვარული კოშკისა და მოცეკვავე შადრევნების მონახულება;
·
ტურის მიწურულს კი
დავათვალიერებთ ქალაქ ბათუმის ახალ ბულვარს.
·
ვესტუმრებით ციცინათელას ატრაქციონებს.
სასწავლო-შემეცნებითი ვიზიტის შემდეგ
აქტივობა 6
სკოლაში დაბრუნებული მოსწავლეები დაწერენ კვლევის
მოკლე შემაჯამებელ ანგარიშს და შეაფასებენ თანაკლასელების ნამუშევრებს
აქტივობა 7
სასწავლო-შემეცნებითი ვიზიტის დასრულების შემდეგ
მოსწავლეებთან ერთად განვიხილავ შედეგებს-რა ნახეს ან მოისმინეს, რამდენად
გასაგები და საინტერესო იყო ინფორმაცია. დავგეგმავთ მომდევნო ვიზიტებსაც.
|
ექსკურსიის ხელმძღვანელი
|
ირმა კრაველიძე (კლასის ხელმძღვანელი,ქართული
ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი)
|
ელ. ფოსტა
|
irmakravelidze@gmail.com
|
ლაშქრობა მოდინახესა და გორიჯვარზე –2015 წელი
უცხო ენათა ლექსიკონში ,,ექსკურსია"ასეა განმარტებული:კოლექტიური დათვალიერება რისამე;გამგზავრება,გასეირნება სასწავლო,სამეცნიერო,სპორტული ან გართობის მიზნით., ამასთანავე კლასგარეშე განათლება,რომელსაც მოსწავლე არაფორმალურ გარემოში იღებს,მნიშვნელოვანია მისი სოციალური და კვლევითი უნარების განვითარებისთვის,
ამიტომ საატესტატო გამოცდების შემდეგ,(10/24-2013 წელი) განტვირთვისა და გართობის მიზნით ჭალის საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეებმა განიზრახეს ექსკურსიის მოწყობა ჭიათურაში.
პროექტის მთავარი იდეა 1-2 წინადადებით: პროექტის მთავარი იდეაა ბავშვები გაეცნონ ბუნებრივად კლდეში ნაკვეთი მღვიმევისა და კაცხის სვეტის ისტორიას,მათ მრავალფეროვნებას...
პროექტის აქტუალობა:პროექტი აქტუალურია იმით,რომ მოსწავლეები შეისწავლიან საქართველოს ისტორიას,კულტურას,ხელოვნებას,გაუჩნდებათ სიამაყის გრძნობა თავიანთი კუთხის ისტორიისა და ღირშესანიშნავი ადგილების უკეთ გაცნობისას,საკუთარი თვალით უკეთ აღიქვამენ განსხვავებასა და მსგავსებას ბუნებრივსა და არქიტექტურულ ნაგებობებს შორის,ვიდრე წიგნის წაკითხვისას,ან სურათების ნახვისას,უკეთესოდ გაიცნობენ და კიდევ უფრო დაუახლოვდებიან ერთმანეთს,რაც საფუძველი იქნება იმისა,რომ კიდევ ერთი საინტერესო და ხალისიანი დღე შეემატება მათ სასკოლო მოგონებებს.
პროექტის მიზნები: პროექტის მიზანია ბავშვებმა უკეთ გაიცნონ ჭიათურის ბუნებრივი სიმდიდრე,ღირსშესაბიშნავი,ისტორიული ადგილები,დააკავშირონ იმ ეპოქის პოლიტიკურ მდგომარეობასთან,როცა ისინი შენდებოდა.შეძლებენ ექსკურსიის შთაბეჭდილებების გადმოცემას წერილობით,ფოტო-ალბომის შექმნა.
მონაწილეთა ასაკი: 17-18 წელი (სულ 18 მოსწავლე)
ვადები/ხანგრძლივობა:პროექტის ხანგრძლივობა შეადგენს 1 დღეს.
მოსალოდნელი შედეგები: აღნიშნული პროექტის შემდეგ მოსწავლეები დაწერენ შთაბეჭდილებებს,გადაიღებენ სამახსოვრო სურათებს,იმსჯელებენ იმაზე, თუ რა განძისა და სიმდიდრის მფლობელები ვართ ქართველები.
პროექტისთვის საჭირო რესურსები:მოსწავლეები,ფოტოაპარატი,სახატავი ფურცლები
პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):
მშოდლედთან საუბარი
დირექციასთან შეთანხმება
ტრანსპორტის მიძიება
საჭირო თანხის შეგროვება
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფთან /ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ინტეგრირება-ხელოვნება,ლიტერატურა და ისტორია,ასევე ეს პროექტი შეადგენს ეროვნული სასწავლო გეგმის ნაწილს
პროექტის ხელმძღვანელი--ირმა კრაველიძე
10/24/2013 წელი
მღვიმევის დედათა მონასტერი
XIII საუკუნის მნიშვნელოვანი ძეგლი – მღვიმევის დედათა მონასტერი ჭიათურის აღმოსავლეთით, მდინარე ყვირილას მარჯვენა ნაპირთან აღმართული კლდის მღვიმეში მდებარეობს. ამ კლდეს ბილიკი ასდევს, რომელიც მონასტრის ეზოს გადაჰკვეთს და კლდეშია გაჭრილი ჰორიზონტალურად. ეს ბილიკი მთავარ გამოქვაბულთან წყდება, რომლის შესავალში აშენებულია დიდი და პატარა ეკლესია, ხოლო წინათ იგი გრძელდებოდა დასავლეთით და სპეციალურ მისასვლელს წარმოადგენდა მწკრივად განლაგებულ გამოქვაბულამდე.
მთავარი გამოქვაბული 35 მ–ის სიღრმეზეა შეჭრილი კლდეში. შესავალში მისი სიგანე საშუალოდ 20–22 მ–ს შეადგენს, ხოლო სიღრმეში თანდათან ვიწროვდება. გამოქვაბულის შესავლის აღმოსავლეთ ნაწილში დგას ორნავიანი ბაზილიკა, მაცხოვრის სახელობის ეკლესია.
ჩრდილოეთით მდებარე ნავი უფრო ვიწროა და სამხრეთის განიერ ნავს ორთაღოვანი გამოსასვლელით უერთდება. მათ შორის აღმართულია საყრდენი ბოძი. მის ჭერს ქმნის თვით გამოქვაბულის თაღი, ხოლო კედლები ქვითკირითაა ნაგები და მოპირკეთებულია გათლილი ქვით. კედლის გარემოჩუქურთმება შესრულებულია კლასიკური ქართული ორნამენტებით, რომელიც მნახველის დიდ ყურადღებას იქცევს. ბაზილიკას ორი კარი აქვს – სამხრეთისა და დასავლეთის. განსაკუთრებული მნიშვნელობისაა დასავლეთის კარი, რომელიც ჯერ კიდევ 1920 წელს თბილისში იქნა გადმოტანილი და ამჟამად ხელოვნების მუზეუმში ინახება. კარი ძელქვისგანაა დამზადებული და ორი ნახევრისგან შედგება.
თითოეული ნახევრის ირგვლივ ზემოდან დამაგრებული თამასა ვაზისაგან უნდა იყოს გაკეთებული. კარი ხეზე ამოკვეთილი რელიეფური ქართული ორნამენტის იშვიათი ნიმუშია. მკვლევართა აზრით, ეს კარები დამზადებულია XI ს-ში ადგილობრივი ხელოსნების მიერ.
ეკლესიის შიდა კედლები მოხატულია. ჩრდილოეთის კედლის ფრესკებს აქვს წარწერა, საიდანაც ჩანს, რომ აქ გამოსახულნი არიან რაჭის ერისთავები – ნიანია კახაბერიძე, მისი მეუღლე – რუსუდანი და მონასტრის აღმშენებელი – რატი კახაბერიძე.
გამოქვაბულის შესავლის მეორე მხარეს დგას პატარა ეკლესია, VIს-ის ძეგლი, რომელიც წმიდა ეკატერინეს სახელობისაა. იგი მთლიანად კლდეში არის გამოკვეთილი და მხოლოდ ფასადი აქვს თლილი ქვისაგან ამოშენებული. ფასადი მორთულია ქართული ორნამენტებით. გამოქვაბულის სიღრმეში წყაროა. მღვიმის მთავარი გამოქვაბულის ორივე მხარეს ბევრი გამოქვაბულია. ისინი გამოყენებული ყოფილა მონასტრის მსახურთა თავშესაფრად.
რამეთუ შეუძლებელი იქნებოდა მისი კედლების დანახვა მომხდური მტრისათვის: ,,ყვირილის იქით და აქით კიდენი არს ფრიად მაღალი კლდე და არიან მის შინა ქუაბნი მრავალი, გამოკვეთილი სახიზნედ და შეუვალი მტრისაგან და საკვირველი, ვითარ უქმნიათ დადგა ესენიცა ჟამსა ყრუსა,“- წერს ვახუშტი ბატონიშვილი (ქართლის ცხოვრება, ტ IV).
ცნობილი ისტორიული ფაქტია, რომ მურვან ყრუსა და თემურ-ლენგის მებრძოლები ასეთ მიუვალ სახაზრებში მოწნული კალათებით ცდილობდნენ შეღწევას,რომელთა მოგერიებას ახერხებდნენ შეხიზნულები. ჭიათურის კლდოვან ქვაბულებში არქეოლოგების მიერ აღმოჩენილია როგორც ისრის ბუნიკები, ასევე ცეცხლის კვალიც, რაც ბრძოლის ამ მეთოდებზე მიუთითებს. დაკვირვებული თვალი ადვილად შეამჩნევს და დარწმუნდება ვახუშტი ბატონიშვილის სიტყვებში, თუ ჭიათურა-საჩხერის გზატკეცილზე მიმავალი კლდეებს დააკვირდება, სადაც მრავლად არის გამოქვაბულები, რომელთა უმეტესობას ხელით ნაშენის კვალი ეტყობა, განსაკუთრებით კი მღვიმევის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე.
მონასტერში, რომელიც თავისი მდებარეობით ერთ-ერთი გამორჩეულია საქართველოში, ამჟამად 10 მორჩილი ცხოვრობს, მათგან 4 კი მონაზონია.

კაცხის სვეტი
მდებარეობს ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მდინარეების კაცხურისა (ყვირილის მარჯვენა შენაკადი) და ღვითორის (ბუჯის მარცხენა შენაკადი) წყალგამყოფზე. ვახუშტი ბატონიშვილი მის შესახებ წერდა: „[კაცხის] ციხის აღმოსავლეთით არს კლდე ხრამსა შინა ამოყვანილი ვითარცა სუეტი, ფრიად მაღალი მის კლდის თხემზე არს ეკლესია, არამედ ვეღარარა აღავლის კაცი, არც უწყიან ხელოვნება აღსვლისა.“
სვეტის სიმაღლე 40 მეტრია. ზოგიერთი მკვლევარი მიიჩნევს, რომ კაცხის სვეტი თავდაპირველად მონოფიზიტ განდეგილთა სამყოფელს წარმოადგენდა, თუმცა ეს მოსაზრება საყოველთაოდ არაა გაზიარებული, სათანადო არგუმენტაციის არქონის გამო. სვეტის ზედა ბაქანზე დგას ორი მცირე ზომის ეკლესია (დღეისათვის ისინი ნანგრევების სახითაა შემორჩენილი). ასეთ ადგილებში სამლოცველოების აგებას მკვლევრები უკავშირებენ მესვეტეობას, რომელიც VI საუკუნეში გავრცელებული იყო წინა აზიასა და, უპირველეს ყოვლისა, სირიაში, რომელთანაც ქრისტიანულ საქართველოს მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა. ერთი ეკლესია (V ს.) მშრალადაა ნაშენი ადგილობრივად მოპოვებული, უხეშად დამუშავებული ქვით, აფსიდი კლდეშია გამოკვეთილი. მეორე (VI ს.) ნაგებია ქვემოდან აზიდული კარგად გათლილი კვადრებით, აქვს კრიპტა (ქვედა სართული - სამარხი). არავინ იცის ზუსტად როდის შეწყდა რელიგიური ცხოვრება კაცხის სვეტზე, მაგრამ ვახუშტი ბატონიშვილის დროს აქ ბერები აღარ მოღვაწეობდნენ. კაცხის სვეტის არქიტექტურული ძეგლები 1944 წელს ალექსანდრე ჯაფარიძის ხელმძღვანელობით მთასვლელთა ჯგუფმა ინახულა. ბოლო პერიოდამდე კაცხის სვეტზე ასვლა, ალპინისტური აღჭურვილობის გარეშე, შეუძლებელი იყო. დღეისათვის კაცხის სვეტზე ასვლა შესაძლებელია ყველა მსურეველისთვის. აღდგენილია სვეტის ძირში და თავზე არსებული სამლოცველოები, რაც სვეტზე ამჟამად მოღვაწე ბერი მაქსიმეს დამსახურებაა.

მოსწავლეთა შთაბეჭდილებები:
ნინო მიხელიძე მე-12 კლასი |
მარი ცხადაძე მე-12 კლასი |
ჩვენ ასე ვიზარდეთ...
ფოტო გალერეა
მუსიკალური სპექტაკლი ,,კონკია"
მცხეთა,მამა გაბრიელის საფლავზე
ექსკურსია რუის–ურბნისში
პატარა მსახიობები,ინსცენირებული ზღაპარი ,,კონკია"
შეხვედრა ჯიხეთის დედათა მონასტრის მონაზონთან (დედა საბიანა)
ლაშქრობა
კახეთი
ბოდბე
ვარძია
რაბთი
სურამის ციხე
ბორჯომის პარკი
მეგობრული პიკნიკი,საატესტატო გამოცდების შემდეგ
მთაწმინდაზე
Комментариев нет:
Отправить комментарий