კინო სკოლაში
"კინო სკოლაში"კინოგანათლების პოპულარიზაციაზე ორიენტირებული პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს მოზარდებში კრიტიკული აზროვნებისა და შემოქმედებითი უნარების განვითარებას. პრროექტი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროების მხარდაჭერით მიმდინარეობს. ამჟამად პროექტში ჩართულია 217 სკოლა, საქართველოს ყველა რეგიონიდან, მათ შორის საოკუპაციო ხაზთან მდებარე და მაღალმთიანი სოფლის სკოლები. პროექტი ოთხი წელია რაც დაარსდა და ჩვენი სკოლა უკვე მეორე წელია რაც ამ პროექტში მონაწილეობს და ყოველ სეზონზე სიახლეს გვთავაზობს. წელს ,,თავისუფალი გაკვეთილების „ სახით თანამშრომლობს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან, რაც გულისხმობს იმას, რრომ კინოჩვენებებს , დისკუსიებს კინოსპეციალისტებთან ერთად სკოლის პედაგოგები ატარებენ. ქ. ქუთაისში ჩაგვიტარდა ტრენინგი და ასე აღმოვჩნდი აღნიშნული პროექტის კოორდინატორი, ხოლო პროექტის მონაწილენი მე-7, მე-8, მე-9 კლასის მოსწავლეტა გუნდი.
საჩხერის მუნიციპალიტეტი, სოფ. ჭალის საჯარო სკოლის თავისუფალი გაკვეთილი ,,კინო სკოლაში“
პროექტის წარმომადგენელი სკოლის დასახელება | სსიპ საჩხერის მუნიციპალიტეტი, სოფ. ჭალის საჯარო სკოლა | |
სკოლაში მოსწავლეთა რაოდენობა | 200-ზე მეტი | |
პროექტის სახელწოდება | ,,კინო სკოლაში“ | |
მიმართულება | ხელოვნება/კულტურა- კინო სკოლაში | |
სამიზნე ჯგუფი | VII-VIII-IX კლასის მოსწავლეები | |
კურსის ხანგრძლივობა | 20 სთ | |
გაკვეთილის ხანგრძლივობა | 60 წთ | |
განხორციელების ეტაპები , ვადები | I ეტაპი- 10 საათი (აპრილი-ივნისი) II ეტაპი -10 საათი (სექტემბერ-ოქტომბერი) | |
პროექტში ჩართული მოსწავლეების რაოდენობა | 19 | |
პროექტის მიზანი | მოსწავლეებისთვის კინოხელოვნების ხელმისაწვდომობის გაზრდა. კინოხელოვნების ეროვნული, კულტურული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების საშუალებით მოზარდების სააზროვნო და შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენა-განვითარება. | |
შედეგი | Ø ამაღლდება მოსწავლეთა ზოგადი განათლება, თვალსაწიერი და ინტელექტი: Ø ამაღლდება მოზარდების ანალიტიკური და ესთეტიკური აღქმის უნარები, არგუმენტირებული მსჯელობის კულტურა; Ø მოსწავლეები საფუძვლიანად გაეცნობიან მსოფლიო კინომატოგრაფის კლასიკურ ნიმუშებს. Ø კინოს სპეციალისტებთან ურთიერთობა ხელს შეუწყობს მოზარდების შემოქმედებითი უნარების გამოვლენა/განვითარებას. | |
მეთოდოლოგია | ფილმის ჩვენება, განხილვა/დებატები, ინტელექტუალური თამაშები. | |
კურსის მოკლე აღწერა | პროექტი განხორციელდება საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრთან თანამშრომლობით. მის განხორციელებაში უშუალოდ იქნებიან ჩართული მათი წარმომადგენლები. მოეწყობა ქართული და უცხოური ფილმების, როგორც მხატვრული, ასევე დოკუმენტური და ანიმაციური ჩვენება და გაიმართება დისკუსიები. კინოჩვენებისთვის განკუთვნილი ფილმებით პროექტს უზრუნველყოფს კინოცენტრი. აღნიშნული ფილმები შერჩეულია კინომცოდნეების, განათლების ექსპერტების, ეროვნული სასწავლო გეგმების ექსპერტებისა და ბავშვთა ფსიქოლოგების მიერ. გათვალისწინებულია სამიზნე ჯგუფის ინტერესები, სააზროვნო უნარები, ასაკი და ფსიქოლოგიური თავისებურებები. სკოლაში ყოველკვირეულად გაიმართება კინოჩვენება, რომელსაც კვირაგამოშვებით ჩაატარებს კინოცენტრის მიერ მოვლენილი პირი და სკოლის მიერ შერჩეული კოორდინატორი, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენებებისთვის აუცილებელი ტექნიკური საშუალებების გამართულ მუშაობას და წარმართავს დისკუსიებს. | |
თითოეულ გაკვეთილზე დაგეგმილი აქტივობების მოკლე აღწერა | 1. კინოჩვენება და შემდგომი დისკუსიის გამართვა; 2. კინოჩვენება და შემდგომი დისკუსიის გამართვა; 3. კინოჩვენება და შემდგომი დისკუსიის გამართვა; 4. კინოჩვენება და შემდგომი დისკუსიის გამართვა; 5. კინოჩვენება და შემდგომი დისკუსიის გამართვა; 6. კინოჩვენება და შემდგომი დისკუსიის გამართვა; 7. კინოჩვენება და შემდგომი დისკუსიის გამართვა; 8. კინოჩვენება და შემდგომი დისკუსიის გამართვა; 9. ნანახ ფილმზე რეცენზიისა და შთაბეჭდილების დაწერა; 10. ნანახი ფილმის აფიშების ხატვა; 11. კინოჩვენება და შემდგომი დისკუსიის გამართვა; 12. კინოჩვენება და შემდგომი დისკუსიის გამართვა; 13. კინოჩვენება და შემდგომი დისკუსიის გამართვა; 14. კინოჩვენება და შემდგომი დისკუსიის გამართვა; 15. კინოჩვენება და შემდგომი დისკუსიის გამართვა; 16. ნანახ ფილმზე რეცენზიისა და შთაბეჭდილების დაწერა; 17. ნანახი ფილმის აფიშების ხატვა; 18. ნანახი ფილმის აფიშების ხატვა; 19. კინოს შესახებ ინტელექტუალური თამაშის გამართვა; 20. კინოს შესახებ ინტელექტუალური თამაშის გამართვა; | |
რესურსები | 20-მდე მსოფლიო და ქართული კინოკლასიკა, სასწავლო მასალები, რომლებიც მოიცავს არნიშნული ფილმების შესახებ მოკლე ინფორმაციას და დისკუსიის წარმართვისთვის აუცილებელ რჩევებს. რესურსებიტ პროექტს უზრუნველყოფს საქართველოს ეროვნული კინოცენტრი., კომპიუტერი, პროექტორი, კინო-ეკრანი, დინამიკები, მუქი ფარდები. | |
ლიტერატურა | ონლაინ რესურსები კინოს ისტორიის, ფილმებისა და რეჟისორების შესახებ. |
კინოჩვენების განრიგი
№ | ფილმი | თემა | რიცხვი | მოსწავლეთა რაოდენობა |
1 | ჰუგო | მცირეწლოვანი ბიჭი, რომელიც მარტო უმკლავდება ცხოვრებისეულ სიძნელეებს. | 5/04 | 19 |
2 | გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა,ზამთარი,გაზაფხული... | მკურნალი ბერისა და მისი მოწაფის , ზოგადად კი ადამიანის ცხოვრების გზის სირთულე, წინააღმდეგობები... | 12/04 | 15 |
3 | ცხოვრება მშვენიერია | მამა-შვილის საოცარი ურთიერთობა და მეორე მსოფლიო ომის საშინელება, საკონცენტრაციო ბანაკებში მოხვედრილი ებრაელების ყოფა. | 19/04 | 16 |
4 | მულინი (ანიმაცია) | მამაკაცად გადაცმული გოგონას თავგანწირვა ,თავგადასავალი, რომელიც გადამწყვეტ როლს შეიტანს მტრისგეგმების ჩაშლაში . | 26/04 | 18 |
5 | გაიქეცი ლილა, გაიქეცი... | დროის მუდმივი სვლა, ,,ყოველი თამაშის შემდეგ, ახალი თამაში იწყება"... | 3/05 | 12 |
6 | საშიში ფიქრები | მასწავლებლისა და მოსწავლეების ურთიერთობა. | 10/05 | 10 |
7 | დიდი გმირების ექვსეული (ანიმაცია) | კეთილისა და ბოროტის ორთაბრძოლა. | 17/05 | 12 |
8 | სალი | ადამიანის წარმოუდგენელი გმირობა და სიმამაცე. | 24/05 | 10 |
9 | ტრუმენის შოუ | რეალითი შოუებისა და, ზოგადად, სატელევიზიო ინდუსტრიისადმი დამოკიდებულება. | 31/05 | 13 |
10 | 400 დარტყმა | მშობლებისა და საზოგადოების გულგრილობა, კოლონიაში მოხვედრილი ბიჭის ცხოვრება. | 7/06 | 10 |
Комментариев нет:
Отправить комментарий