Страницы

პედაგოგთა პროფესიული დღესასწაული

პედაგოგთა პროფესიული დღესასწაული



საჩხერეში პედაგოგთა პროფესიული დღესასწაული - მასწავლებელთა საერთაშორისო დღე - საზეიმოდ აღინიშნა.
საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ცისმარი მაჭარაშვილმა პედაგოგებს პროფესიული დღე მიულოცა და მათ ღვაწლსა და დამსახურებაზე ისაუბრა. საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ლევან ივანაშვილმა მასწავლებლობას ერთ-ერთი ყველაზე საპატიო პროფესია უწოდა და მათ ღირსეული მოსწავლეების აღზრდა უსურვა.
დასახელდნენ სხვადასხვა ნომინაციებში წარმატებული პედაგოგები და სკოლები.
წარმატებული სკოლების სტატუსი კორბოულის N2 საჯარო და მოხვის საბაზო სკოლებმა მოიპოვეს, ხოლო წარმატებულ პედაგოგებად შემდეგი მასწავლებლები დასახელდნენ:
წლის საუკეთესო მასწავლებელი გეოგრაფიაში - მაია შუკაკიძე, ქორეთის საჯარო სკოლა;
წლის საუკეთესო მასწავლებელი ბუნებისმეტყველებაში - დალი შუკაკიძე, სპეთის საჯარო სკოლა;
წლის საუკეთესო მასწავლებელი სამოქალაქო განათლებაში - ოლეგი ყიფშიძე, საირხის საჯარო სკოლა;
წლის საუკეთესო მასწავლებელი მათემატიკაში - მზია ტყემალაძე, ჯალაურთის საჯარო სკოლა;
წლის საუკეთესო მასწავლებელი სახვით და გამოყენებითი ხელოვნებაში - ნინო ცარციძე, მოძვის საჯარო სკოლა;
წლის საუკეთესო მასწავლებელი ინგლისურ ენასა და ლიტერატურაში - მაია შუბითიძე, სხვიტორის საჯარო სკოლა;
წლის საუკეთესო მასწავლებელი ქართულ ენასა და ლიტერატურაში - ირმა კრაველიძე, ჭალის საჯარო სკოლა;
წლის საუკეთესო მასწავლებელი ისტორიაში ვასილ გულიაშვილი;
იტავაზის საჯარო სკოლა;
წლის საუკეთესო მასწავლებელი ქიმიაში - ზინა კაპანაძე, აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ საჩხერის N1 საჯარო სკოლა;
წლის საუკეთესო მასწავლებელი ბიოლოგიაში - ინგა მოსიაშვილი, ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ საჩხერის N2 საჯარო სკოლა;
წლის საუკეთესო მასწავლებელი დაწყებით კალსებში - ნათია ზაქაშვილი, სავანის საჯარო სკოლა;
წლის საუკეთესო მასწავლებელი ფიზიკაში - ელზა ხარშილაძე, ნიგვზარის საჯრო სკოლა;
ღონისძიებას მუნიციპალიტეტის მერი ბენიამენ ფალავანდიშვილი და თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.



Комментариев нет:

Отправить комментарий