პროექტის მიზანია: პროექტი მიზნად ისახავს მოსწავლეებში წიგნის სიყვარულის გაღვივებას, მისადმი ინტერესის გაზრდას, მოქალაქეობრივი თვითშეგნების და პასუხისმგებლობის ჩამოყალიბებას. წიგნის როლის ზრდისთვის ხელშეწყობას, სიყვარულის გაღვივებას და განცდას, რომ წიგნი ცხოვრებას გვასწავლის. აღნიშნული პროექტი ხელს შეუწყობს კომუნიკაციას
და ინტეგრირებას სხვადასხვა სკოლებს შორის, თანამშრომლობას სტუდენტებთან, საზოგადოებასთან.მოსწავლეებში
იმ უნარ–ჩვევების ჩამოყალიბებას, რომელიც აუცილებელია მთელი ცხოვრების მანძილზე საკუთარი
ძალების რეალიზებისათვის.საზოგადოებრივად სასარგებლო საქმიანობაში მონაწილეობა
და თანატოლებთან მეგობრული ურთიერთდამოკიდებულებების ჩამოყალიბება.
პრობლემის აღწერა: დროთა განმავლობაში ტექნიკა თავის როლს ასრულებს საზოგადოებაში. მას დადებითთან ერთად ბევრი უარყოფითი აქვს, რაღაც გარკვეულ ეტაპზე ბავშვები გულცივები, აგრესიულები ხდებიან, ეს ყველაფერი უარყოფითად აისახება ამ თაობაზე, მათ ფსიქოლოგიურ და ემოციურ მდგომარეობაზე.
მოზარდთა წიგნიერების დაბალი დონე თანამედროვეობის ერთ-ერთი უმნიშვნელვანესი პრობლემაა. ეს საკითხი, კაცობიობისთვის უაღრესად მტკივნეული და ამაღელვებელია, საქართველოში კი განსაკუთრებით საგანგაშო და შემაშფოთებელია. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ტექნიკის განვითარებამ, ადამიანთა ცხოვრებაში კომპიუტერის დამკვიდრებამ მნიშვნელოვნად გაანელა ინტერესი წიგნის მიმართ.
არავისთვის არის საიდუმლო, რომ მოზარდები წიგნებს აღარ კითხულობენ. ამ მხრივ ახალი თაობა (გარდა მცირე გამონაკლისისა) საგრძნობლად განსხვვავდება ძველისაგან. წიგნიერება მუდამ ამშვენებდა ადამიანს და კვლავაც უნდა შეამკოს იგი. უწიგნურობით გაჩენილ სიცარიელეს ვერავითარი შენაძენი ვერ შეავსებს.
დაგეგმილი
აქტივობები:
პროექტში
მონაწილე სტუმრები საუბრობენ მათთვის საყვარელ წიგნზე, ისინი მსჯელობენ ავტორის მიერ
აღწერილ პრობლემაზე, მის მნიშვნელობაზე და საზოგადოების დამოკიდებულებაზე. შეხვედრა
გაიმართება თვეში ერთხელ.
პირველი
სემესტრი
1. პირველი სტუმარი: სკოლის წარმომადგენელი (ოქტომბერი)
2. მეორე სტუმარი : სტუდენტი (ნოემბერი)
3. მესამე სტუმარი საზოგადო მოღვაწე (მწერალი, ჟურნალისტი,
უნივერსიტეტის ლექტორი და.ა.შ; სურვილის და შესაძლებლობის მიხედვით) (დეკემბერი)
მეორე სემესტრი:
1. მეოთხე სტუმარი:
პედაგოგი (იანვარი)
2. მეხუთე სტუმარი: მშობელი (თებერვალი)
3. მეექვსე სტუმარი: წიგნის მაღაზიათა ქსელის ,,ბიბლუსის“
წარმომადგენელი (მარტი)
4.მეშვიდე აქტივობა: 23 აპრილი წიგნის საერთაშორისო დღე,
ერთობლივი აქცია პროექტის მონაწილე სკოლების მეშვეობით.
პროექტში მონაწილე სკოლები:
1. სსიპ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთის N1 საჯარო
2. სსიპ თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევრის საჯარო
3. სსიპ ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ დეხვირის საჯარო სკოლა
4. სსიპ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხენთაროს საჯარო სკოლა
5. სსიპ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ სუფსის საჯარო სკოლა
6. სსიპ საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალის საჯარო სკოლა
7. სსიპ ქ.ქუთაისის N23 საჯარო სკოლა
8. სსიპ ქ.თბილისის N59 საჯარო სკოლა
9. სსიპ ქ.ქუთაისის N40 საჯარო სკოლა
10. სსიპ ქ.ქუთაისის N25 საჯარო სკოლა
11. სსიპ ქ.რუსთავის N16 საჯარო სკოლა
პროექტის პრეზენტაცია
(2017-18 სასწავლო წლიდან
პროექტი ჭალის საკჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეებთან ერთად
განხორციელდა 2017-18 სასწ. წლიდან და გრძელდბა დღემდე)
განხორციელდა 2017-18 სასწ. წლიდან და გრძელდბა დღემდე)
პროექტის ,,წიგნი სიყვარულია“
ანგარიში # 2
ჩატარების ადგილი:
საჩხერის მუნიციპალიტეტი,სოფელ ჭალის საჯარო სკოლა
პროექტის პრეზენტაციის
თარიღი: 2017 წლის 30 ოქტომბერი
რეზიუმე :
30 ოქტომბერს ჭალის საჯარო სკოლაში ჩატარდა მეორე
შეხვედრა პროექტის პირველ სტუმართან ,სკოლის დირექტორი, რომელმაც
ჯერ ზოგადად ისაუბრა პროექტის აქტუალობასა და წიგნიერების დონის ამაღლების მნიშვნელობაზე, შემდეგ კი აქცენტი გააკეთა ლევან გოთუას ისტორიულ რომანზე ,,გმირთა ვარამი“
მოსწავლეთა დაინტერესების მიზნით გაიხსენა ნაწარმოენის
შექმნის ისტორია,მწერლის დამოკიდებულება და
ინტერესი ისტორიული ძეგლების მიმართ, რომ საქართველო იყო მისთვის საქმეც,სიტყვაც და სიცოცხლეზე
მეტიც.მან აღნიშნა,რომ ეს ნაწარმოები ყველა ქართველმა უნდა წაიკითხოს,თუნდაც იმიტომ
რომ,მივხვდეთ თუ როგორ გადავრჩით,როგორ მოვედით დღემდე,როგორ პოლიტიკას ეწეოდნენ ჩვენი
მეფეები ძლიერ და აურაცხელ მტერთან და რაც მთავარია, ზნეობა იმარჯვებდა და აერთიანებდა საქართველოს და არა უზნეობა. მართალია,ნაწარმოების
მიხედვით,ქვეყნის გაერთიანების კიდევ ერთი ცდა დასრულდა მარცხით,მაგრამ მან ისეთი დიდი
ზნეობრივი გაკვეთილი მისცა ერს,მამულისთვის თავდადებული იმდენი გმირი წარმოაჩინა და
სიკეთის იმდენი თესლი ჩაყარა სამომავლო ხნულში,რომ შეიძლება ითქვას,იგი მორალური გამარჯვება
იყო ერისა,მისი მაღალი სულიერების ჭეშმარიტი დადასტურება.
,,გმირთა ვარამი“ ოპტიმისტურად, ქვეყნის ხსნისა და
უკეთესი მომავლის რწმენით მთავრდება–თეთრი გიორგის ხატებად შემოდის თეთრ ჩოხაში გამოწყობილი
თეიმურაზი გაზაფხულის ყვავილებით დაფარულ კახეთის მიწაზე და მწერალიც იმედიანად დაასკვნის:
,,ღმერი.თო! რა კარგია ცხოვრება და სამშობლოს გრძნობა,ომისა და მტრობის ვარამი რომ არ
იყოს დედამიწაზე“...
მოსწავლეებმა ბოლო, ფინალურ წინადადებაზე
დიდხანს ისაუბრეს, გააკეთეს საკუთარი დასკვნები
და მოსაზრებები, დაუსვეს კითხვები სტუმარს და პროექტის მომავალ სტუმარზეც გააკეთეს არჩევანი.
ანგარიში # 3
28 ნოემბერს ჭალის საჯარო სკოლის ბიბლიოთეკაში გაიმართა შეხვედრა პროექტის რიგით მეორე სტუმართან (სტუდენტი) .მან ყურადღება გაამახვილა ორ წიგნზე: კონსტანტინე გამსახურდიას ,,დიდოსტატის მარჯვენა" და ეტელ ლილიან ვოიჩის ,,კრაზანა".
დიდი
ინტერესი გამოიწვია წიგნმა ,,კრაზანა“,რომლის მთავარი მოქმედი გმირი არტური, ერთი
შეხვედით, ძალიან უბრალო და არაფრით გამორჩეული ბიჭია,რომელსაც ახლო მეგობრული
,მამა–შვილური ურთიერთობა აქვს თავის მოძღვარ მონტაელთან, მაგრამ მისი სიყვარული
შეიცვლება,როდესაც შეიტყობს ,რომ მონტაელი მისი არამარტო სულიერი, არამედ
ბიოლოგიური მამაა. არტური ქრება, მაგრამ იბადება კრაზანა...კრაზანა, რომელიც
საშინელ ქმედებებს ჩადის და წიგნიც ტრაგიკულად
მთავრდება...
ჩატარების ადგილი: საჩხერის მუნიციპალიტეტი,სოფელ ჭალის საჯარო სკოლა
თარიღი: 2018 წლის 26 იანვარი
რეზიუმე :
26 იანვარს ჭალის საჯარო სკოლში გაიმართა შეხვედრა პროექტის რიგით მეოთხე სტუმართან, განხილულ იქნა ბრაზილიელი მწერლისა და ლირიკოსის პაულო კოელიოს წიგნი ,,ალქიმიკოსი“,რომელიც თანამედროვე კლასიკადაა აღიარებული.უკვე რამდენიმე წელია რაც პაულოს ეს წიგნი მსოფლიო ბეტსელერთა სიაში პირველობას არ თმობს.1980–იან წლებიდან მოყოლებული იგი ბოლო დროის ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული მწერალია. მისი წიგნები 100 მილიონი ტირაჟითაა გაყიდული და შესულია გინესის რეკორდების წიგნში, როგორც მსოფლიოს 70–ზე მეტ ენაზე თარგმნილი წიგნების ავტორი. კრიტიკოსები მიიჩნევენ,რომ კოელიოს ასეთი წარმოუდგენელი წარმატება აიხსნება მისი წიგნების სიბრძნითა და სიმარტივით ძნელია ერთ დღეში შეცვალო საკუთარი ცხოვრება, უარი თქვა მატერიალურ კეთილდღეობაზე და ყველაფერ იმაზე, რასაც ამდენი ხანი აგროვებდი, მაგრამ წიგნის ფარული მოწოდებაც სწორედ საკუთარი გზის ძიებაა. კოელიო ამბობს, რომ : „როცა რაღაც გულით გწადია მთელი სამყარო გეხმარება მის ასრულებაში“.
..მოსწავლეებმა "ალქიმიკოსიდან" რამდენიმე, განსაკუთრებით დასამახსოვრებელი ფრაზა გამოარჩიეს
,, ცხოვრება სწორედ იმით არის საინტერესო,რომ შეიძლება ყველა შენი სიზმარი ახდეს.“
,,დაიმახსოვრე: როცა გულით გწადია რაღაც,მთელი სამყარო გეხმარება სურვილის ასრულებაში.
,,მზერაში სულის სიძლიერე ჩანს.“
,,იქნებ უდაბნო ღმერთმა იმიტომ შექმნა,რომ ადამიანმა ხეებს გაუღიმოს.“
პროექტის ,,წიგნი სიყვარულია“
ანგარიში # 4ჩატარების ადგილი: საჩხერის მუნიციპალიტეტი,სოფელ ჭალის საჯარო სკოლა

ანგარიში # 5
ჩატარების ადგილი: საჩხერის
მუნიციპალიტეტი,სოფელ ჭალის საჯარო სკოლა
თარიღი: 2018 წლის 26 თებერვალი
რეზიუმე :
26 თებერვალს პროექტის მონაწილეები
შეხვდნენ ამავე სკოლის ნე–11 კლასის მოსწავლის მშობელს, რომელიც ამავდროულად
სოფლის საკრებულოში არსებული ბიბლიოთეკის გამგეა,
მოსწავლეებმა მას შემდეგი სახის კითხვები დაუსვეს:
მოსწავლეებმა მას შემდეგი სახის კითხვები დაუსვეს:
1. რა ჟანრის
ლიტერატურას კითხულობენ ყველაზე მეტად,
რომელია დღეს
ყველაზე პოპულარული?
2. არის თუ
არა მოთხოვნა ძველ
ქართულ ლიტერატურაზე?
3. რომელი ავტორების და
ჟანრის ლიტერატურა მივაწოდოთ ბავშვებს თავდაპირველად, რომ
კითხვა შეუყვარდეთ?
4.რატომ უნდა
ვიკითხოთ წიგნები?
საუბარი კითხვა–პასუხის
რეჟიმში ძალიან საინტერესოდ წარიმართა და სტუმარმა
საყვარელი წიგნებიდან გამოყო ერიხ მარია რემარკის “სამი მეგობარი” ,რომელიც ნამდვილი მაგალითია ცხოვრებისა. ზოგჯერ ძალიან მწარე, ნაღვლიანი და დამაფიქრებელი. ისაუბრა განუყრელ
მეგობრობასა და წმინდა სიყვარულზე , ცხოვრების
ტვირთსა
და
მიზანზ.
მოსწავლეებმა
წიგნიდან რამოდენიმე
საინტერესო ფრაზა
უბის წიგნაკებში ჩაიწერეს:
“ძნელია სიტყვების მონახვა, როცა ჭეშმარიტად რამე გაქვს სათქმელი. და მაშინაც კი, როცა საჭირო სიტყვები მოგადგება, მათი წარმოთქმა გრცხვენია.”
”ერთ წელიწადში კი შესაძლოა ბევრი რამ მოხდეს. წარსულმა გვასწავლა, რომ ცხოვრებაში მეტად შორს არ უნდა იხედებოდე წინ.”
”მთავარია გწამდეთ – მითხრა მან. – მამაზეციერი წყალობას არ დაგვაკლებს. ის ყოველთვის დაგვეხმარება, მაშინაც კი, როცა ზოგჯერ ჩვენ ეს დახმარება არ გვესმის.”
,,ჩემის აზრით, ქალი არაფერს უნდა ეუბნებოდეს მამაკაცს იმის შესახებ, რომ ის უყვარს. ის დაე, მისმა გაბრწყინებულმა, ბედნიერმა თვალებმა თქვან. ისინი ყველა სიტყვაზე უფრო მჭევრმეტყველნი არიან.”
“წინასწარ ვერაფერს განსჭვრეტ. შესაძლოა სასიკვდილოდ განწირულმა ავადმყოფმა უფრო დიდხანს იცოცხლოს, ვიდრე ჯანმრთელმა ადამიანმა. სიცოცხლე მეტად უცნაური რამაა.”
იქნებ ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ სხვა თვალით შევხედოთ ცხოვრებას, მეტად დავაფასოთ იგი, რადგან სირთულეების მიუხედავად ცხოვრება ნამდვილად დასაფასებელია..

ანგარიში #6
ჩატარების ადგილი:
საჩხერის მუნიციპალიტეტი,სოფელ ჭალის საჯარო სკოლა
პროექტის პრეზენტაციის თარიღი: 2018 წლის მარტი
რეზიუმე
:
27
მარტს მოსწავლეები ესტუმრნენ საჩხერის რაიონული ბიბლიოთეკის
თანამშრომლებს და გაარკვიეს, რომ
მკითხველთა სიმცირეს არ უჩივიან, საკმაოდ დიდი წიგნადი ფონდი,მშვიდი და კომფორტული
სამკითხველო აქვთ,ყავთ გემოვნებიანი,ყველა ასაკის მკითხველი,თუმც საშუალო ასაკის მკითხველი
ჭარბობს...
პროექტის ფარგლებში დამატებით, ჩავატარეთ გრძელვადიანი
კვლევები. გამოვკითხეთ მოსახლეობა, მოვიშველიეთ სოციალური ქსელი, გამოვკითხეთ ჩვენი
სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები.
მოძიებულ მასალებზე
დაყრდნობით გავაკეთეთ პრეზენტაცია:
1.როგორ გვეხმარება ლიტერატურა ჩვენი თავის უკეთ შეცნობაში?
2.რამდენად ვუთმობთ თავისუფალ დროს მხატვრული ლიტერატურის კითხვას
3.წიგნი თუ კომპიუტერი.
და რაც ყველაზე დიდ წარმატებად და სიამაყედ მიმაჩნია,
ესაა მე–8 კლასის მიერ განხორციელებული აქცია: ,,დავუბრუნოთ სიცოცხლე წიგნებს..“ამ
აქციის ფარგლებში ბავშვები სკოლის ბიბლიოთეკაში არსებულ დახეულ,ხმარებიდან გამოსულ
და თითქმის მაკულატურად ქცეულ წიგნებს მკურნალებად ექცნენ და სიცოცხლე დაუბრუნეს.
რაც შეეხება საზოგადო მოღვაწესთან
შეხვედრა დროებით გადავდეთ,რადგან ჩვენი სოფელი ჭალა, თავისი წარმტაცი ბუნების წყალობით, ზაფხულობით ბევრ საზოგადო მოღვაწეს სტუმრობს და არჩევანსაც
ზაფხულში გავაკეთებთ, ვიმედოვნებთ, რომ ეს არ იქნება მარტო ერთი გამოჩენილი საზოგადო
მოღვაწე.
კოელიო
ამბობს: „როცა
რაღაც გულით
გწადია მთელი
სამყარო გეხმარება
მის ასრულებაში“,ასე რომ,შეუძლებელი არაფერია,
გვიყვარდეს წიგნები
და ვიმეგობროთ მათთან,რადგან
წიგნი ხომ
მართლაც სიყვარულია....
პროექტის ფარგლებში განხორციელებული
დამატებითი აქტივობები:
სტუმრად საჩხერის
რაიონულ ბიბლიოთეკაში:
მე-8 კლასის მოსწავლეების აქცია,,დავუბრუნოთ სიცოცხლე წიგნებს"
- წიგნი თუ კომპიუტერი
- როგორ გვეხმარება ლიტერატურა საკუთარი თავის შეცნობაში
Комментариев нет:
Отправить комментарий