Страницы

სასკოლო პროექტების კონკურსი ,,რა ვიცით ექვთიმე თაყაიშვილის შესახებ


                             რა ვიცით ექვთიმე თაყაიშვილის შესახებ




ჩატარების ადგილი: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

ორგანიზაცია: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

ღობისძიების ხანგრძლივობა:   2 დღე (პრეზენტაცია და დაჯილდოება)

თარიღი: 12 ივნისი

მიზანი : საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ექვთიმე თაყაიშვილის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, (დაბადებიდან 150 წლისთავისადმი) საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებისათვის ორი სახის კონკურსი გამოაცხადა: პროექტების კონკურსი - „რა ვიცით ექვთიმე თაყაიშვილის შესახებდა ექვთიმე თაყაიშვილის ბიოგრაფიულ თემაზე შექმნილი ბლოგების კონკურსი. კონკურსების მიზანს წარმოადგენდა ექვთიმე თაყაიშვილის ღვაწლის პოპულარიზაცია, მოსწავლეთა კვლევის, ინფორმაციაზე მუშაობის, შეფასების, კრიტიკული აზროვნების, გუნდური მუშაობისა და პრეზენტაციის უნარების განვითრების ხელშეწყობა.

რეზიუმე:

აღნიშნულ პროექტში ჩემმა მოსწავლეებმა:   შოთა აბაშიძემ,თამარ აბაშიძემ,ჟანა ჩაბრაძემ,ქრისტინა ტოროშელიძემ და ნანა მწყერაშვილმა დიდ წარმატებას მიაღწიეს, აღმოჩნდა,რომ ჩვენი პროექტი საწყის ეტაპზე  400-ზე მეტი ნაშრომიდან ჯერ საუკეთესო ხუთეულში გავიდა,პრეზენტაციის შემდეგ კი, რომელიც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გაიმართა, სპეციალური კომისიის მიერ  საუკეთესო სამეულში დასახელდა.ამის გამო 2013 წლის 12  ივნისს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრმა ,ბატონმა გიორგი მარგველაშვილმა თითოეული გამარჯვებული მოსწავლე დიპლომითა და წიგნის მაღაზიის 100 ლარიანი ვაუჩერით დაჯილდოვდა.
   ამ გამარჯვებამ დიდად გაახარა და წაახალისა ჩვენი მოსწავლეები, დაარწმუნა იმაში,რომ შრომა და აქტიურობა პიროვნული სრულყოფისა და განვითარებისათვის უმთავრესი კომპონენტია. 
                                             პრეზენტაცია: 



                                              ფოტოგალერეა:












Комментариев нет:

Отправить комментарий