Страницы

მასწავლებელთა I ეროვნული კონფერენცია


                                             მასწავლებელთა I ეროვნული კონფერენცია 
     
                                      ,,უნივერსიტეტი სკოლას-სკოლა უნივერსიტეტს“



ჩატარების ადგილი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი,ს პირველი კორპუსი
ორგანიზაცია: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი,ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი,პედაგოგიკის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი.
კონფერენციის ხანგრძლივობა:   2 დღე
თარიღი: 2013 წლის 29-30 ნოემბერი
მიზანი : კონფერენცია მიზნად ისახავდა  უმაღლეს და საშუალო სკოლას შორის აკადემიური ურთიერთობების განვითარება გაღრმავებას; მონაწილეებს შორის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს სწავლების ხარისხის გაზრდას როგორც საშუალო, ისე უმაღლეს სკოლაში და განავითარებს პედაგოგიკის მეცნიერების თეორიასა და პრაქტიკას. ასევე განხორციელდა განათლების სპეციალისტების, საუნივერსიტეტო პროფესიული საზოგადოებისა და საშუალო სკოლის მასწავლებლების მიერ თანამედროვე საგანმანათლებლო პროცესების განსაზღვრული სასწავლო მიზნების სირთულეებისა და პრობლემების ანალიზი; პროფესიული საჭიროებების გათვალისწინებით, პრობლემური საკითხების დასმა და კონკრეტული ნაბიჯების დასახვა სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის გზებისა და ფორმების შემუშავების მიზნით.
რეზიუმე:  29 ნოემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში , ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პედაგოგიკის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტმა მასწავლებელთა I კონფერენცია „ უნივერსიტეტი სკოლას - სკოლა უნივერსიტეტს“ გახსნა. მუშაობისათვის მეტად თბილი და უშუალო გარემო იყო შექმნილი. მე,როგორც მომხსენებელმა  30 ნოემბერს წარმოვადგინე ,,მართალი სამართალი ,,ვეფხისტყაოსანში“ (კვლევასა და პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება)
   კონფერენცია მართლაც ეროვნული სულისკვეთების მატარებელი იყო, აქ განხილული ყველა პრობლემა და მათი გადაჭრის გზების ძიება,ვფიქრობ, ქვეყნის უმთავრესი პრობლემის,მომავალი თაობის აღზრდის და ჯანსაღი განათლების სისტემის ჩამოყალიბების საწინდარია.
მომხსენებელთა სტატიები დაიბეჭდა საერთაშორისო ელექტრონულ ჟურნალში.
2014 | No.6(32) [2014.12.31]


gesj.internet-academy.org.ge

                                             ჩემი პრეზენტაცია:

   

                                                           ფოტოგალერეა:








                                                              

Комментариев нет:

Отправить комментарий