Страницы

ტრენინგის ანგარიშები


                                                ა ნ გ ა რ ი შ ი
2013 წლის ,11-12 ივლისი

1. ტრენინგის დასახელება -- ,,მასწავლების პროფესიული განვითრება.
თვითშეფასება.     კოლეგების ურთიერთშეფასება.
ჩამტარებელი ორგანიზაცია--მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი.
ადგილი და ხანგრძლივობა --საჩხერის ილია ჭავჭავაძის სახელობის   № 2 საჯარო სკოლა 
10  საათის ხანგრძლივობით (სულ ორი დღე)

ტრენერი--ნინო ჩიხლაძე

2.    მიზანი  და ამოცანები

•     საკუთარი პროფესიისადმი მასწავლებლის  პიროვნული დამოკიდებულების შესახებ  მსჯელობა  და განხილვა;
•     საერთო ხედვის და ღირებულებების მნიშვნელობის გააზრება  სწავლა/სწავლების და პროფესიული განვითარების პროცესში;
•      წარმატებული სკოლის მახასიათებლებისა და პროფესიული განვითარების კომპონენეტის მნიშვნელობის განხილვა;
•      მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის გაანალიზება და  მასწავლებლის საქმიანობის შეფასების მოდელების  გაცნობა. პროფესიონალი მასწავლებლის მახასიათებლებისა და კომპეტენციების განხილვა; 
•     საკუთარი გამოცდილების  დაკავშირება მასწავლებლის პროფესიული განვითარების პროცესსა და ინდივიდუალურ პროფესიულ გეგმებთან;
•      სკოლის ბაზაზე სრულყოფილი პროფესიული განვითარების პროცესის გაცნობა და საკუთარ გამოცდილებასთან შედარება.

3.    რეზიუმე

 ტრენერი ტრენინგის დაწყებისთანავე გაგვეცნო და მოკლედ გაგვაცნო საორგანიზაციო საკითხები, მუშაობის ფორმები და  სამუშაო წესები.
ვისაუბრეთ და ვიმსჯელეთ იმის შესახებ, თუ როგორ  მოვიაზრებთ ჩვენს პიროვნებას ჩვენს სამუშაოსთან მიმართებაში. რომელს უფრო ვეთანხმებით: „მე მასწავლებლი ვარ“  თუ  „მე მასწავლებლად ვმუშაობ“ . ვიხელმძღვანელეთ კითხვარით და აღმოვაჩინეთ, რომ უმრავლესობის აზრით, მასწავლებლობა უპირველეს ყოვლისა პროფესიაა, მერე სამსახური, მასწავლებლობა პიროვნული თვითრეალიზებაა და  მერე ვალდებულებების შესრულება სამსახურთან დაკავშირებით.
 ტრენერმა დაგვირიგა სამუშაო ფურცელი 1 – „განთლების სისტემის გაცხადებული და რეალური ღირებულებები“. გავეცანით ინფორმაციას,  შევავსეთ ცხრილი და ვუპასუხეთ კითხვებს. 20 წთ  ვიმუშავეთ ჯერ დამოუკიდებლად,  შემდეგ გავუზიარეთ მოსაზრებები  ჯგუფს.
ტრენერმა ჩაატარა მინი-ლექცია ზოგადი განათლების სისტემის ღირებულებებზე, რომელიც გაწერილია ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებში  და  ეროვნულ სასწავლო გეგმაში. მან გაგვაცნო ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნების პრიორიტეტები და    ის პრინციპები, რომლებსაც ეროვნული სასწავლო გეგმა ეფუძნება - ეროვნული სასწავლო გეგმის ფუნდამენტური პრინციპი: შედეგზე ორიენტირება, - რაც გულისხმობს მოსწავლეთა აღჭურვას ქმედითი ცოდნით. ტრენერმა გაგვახსენა ესგ-ს ძირითადი მეთოდიკური ორიენტირები, პრიორიტეტული გამჭოლი კომპეტენციები და მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის  შესაბამისი კომპონენტები. კიდევ ერთხელ ჩავიკითხეთ ჯეკი თემბულის
“პროფესიონალი მასწავლებლის 9 მახასიათებელი”, დიმიტრი უზნაძის, ჯონ დიუის, წმ. ანტონ დიდის და წმ. იოანე ოქროპირის შეხედულებები და აზრები განათლების შესახებ. გამოვთქვით საკუთარი შეხედულებები, თუ რატომაა მნიშვნელოვანი ჩვენთვის ის ღირებულებები, რომელიც სკოლაშია დამკვიდრებული.
 ტრენერი დაინტერესდა, თუ რას ნიშნავს წარმატებული სკოლა და როგორ გაიზომება წარმატებული სკოლის ძირითადი მახასიათებლები.   ვიმსჯელეთ ამ თემასთან დაკავშირებით. ტრენერმა გაგვაცნო წარმატებული  სკოლის სტანდარტები და ინდიკატორები, თუ როგორი უნდა იყოს სკოლა, რა პროცესები უნდა მიმდინარეობდეს სკოლაში იმისთვის, რომ მან შეძლოს თავისი უმთავრესი დანიშნულების - მოსწავლეების მაღალი მიღწევების  უზრუნველყოფა.
 გავეცანით, რომ სკოლის საქმიანობა სამი ძირითადი მიმართულებით მიმდინარეობს: აკადემიური საქმიანობა, სასწავლო გარემო და ეფექტიანობა, რომლებიც სკოლის მთავარ მიზანს მოსწავლეების მაღალ მიღწევებს ემსახურება.
გავეცანით სკოლის წარმატების განმსაზღვრელ  9 ფაქტორს (მკაფიო და ფოკუსირებული მისია, მაღალი მოლოდინები, ეფექტიანი ხელმძღვანელობა, თანამშრომლობა და კომუნიკაცია, სასწავლო გეგმის, სწავლებისა და შეფასების სტანდარტებთან შესაბამისობა, სწავლისა და სწავლების ხშირი მონიტორინგი,  ფოკუსირებული პროფესიული განვითარება, უსაფრთხო და წარმატებული სასწავლო  გარემო  და ოჯახისა და საზოგადოების ჩართულობა).
 ვიმსჯელეთ, როგორი უნდა იყოს მოსწავლისა და მშობლისთვის სასურველი სკოლა და რით გამოირჩევიან მაღალი შედეგების მქონე სკოლები ნაკლებად წარმატებული სკოლებისგან.
10 წთ-იანი შესვენების შემდეგ ვისაუბრეთ  რა თვისებები უნდა ჰქონდეს პროფესიონალ მასწავლებელს და რა კომპტენციებს უნდა ფლობდეს. ტრენერის დახმარებთ დაფაზე ჩამოვწერეთ ეს თვისებები და კომპეტენციები და შევადარეთ ისინი ტრენერის მიერ  მომზადებული სლაიდ-შოუს კომპეტენციის სფეროებს.
ტრენერმა 5 ჯგუფად დაგვყო  და დაგვირიგა სამუშაო ფურცელი 2.  ჯგუფური სამუშაო  20წთ. გრძელდებოდა. განვიხილეთ სამუშაო ფურცლებზე მოცემული ორმხრივი ცხრილი და კომპეტენციების შესაბამისად განვსაზღვრეთ შესაბამისი აქტივობები. შემდეგ კი წარმოვადგინეთ  თვალსაჩინოების სახით და გავაცანით  სხვა ჯგუფის წევრებს.
ტრენერთან  ერთად  ვიმსჯელეთ რა აქტივობები უნდა შეფასდეს მასწავლებლების კომპეტენციების დასადგენად, ვინ და როგორ უნდა შეაფასოს მასწავლებლის აქტივობები. როგორ მოხდეს მასწავლებლის მიერ  შესრულებული სამუშაოს შეფასება, ისე რომ ხელი შეეწყოს მასწავლებელთა პროფესიულ ზრდასა და თანამშრომლობითი ურთიერთობის გაღრმავებას. შევავსეთ ცხრილი - რა შეფასდეს? ვინ შეაფასოს? როგორ შეაფასოს?
ტრენერმა ისაუბრა, თუ როგორ უნდა მოხდეს მასწავლებლის მიერ შესრულებული სამუშაოს შეფასება (ფორმალური და არაფორმალური), აღწერა სამუშაოს შესრულების პროცესი, წარმოგვიდგინა შეფასების ფაზები  და  აღნიშნა, რომ შეფასების ეფექტიანობას, მის შედეგიანობას მნიშვნელოვნად განსაზღვრავს კონტექსტი და გარემო, რომელშიც იგი ხორციელდება. მანვე დაასახელა ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი - კომუნიკაცია, თანამშრომლობა (კოოპერაცია) და შეფასების პრიორიტეტულობისადმი ერთგულება.
ტრენერმა გაგვაცნო შეფასების მეთოდები (რანგირება, კითხვარი, რანგირებული სკალა, შეფასების რუბრიკა, ინციდენტების დღიური, ხარისხის წრეები, ინტერვიუ).  მასალის გადახედვის შემდეგ  ტრენერმა დაგვირიგა სამუშაო ფურცელი 3. გავეცანით ცხრილში მოცემულ ინფორმაციას, ვიმსჯელეთ შეფასების მოდელების დადებით და უარყოფით მხარეებზე და
 შევავსეთ ცარიელი გრაფები. ვიმუშავეთ ჯერ დამოუკიდებლად,  შემდეგ კი გავუზიარეთ მოსაზრებები  მეწყვილეს და ტრენინგის სხვა მონაწილეებს. გამოვთქვით საკუთარი მოსაზრებები შეფასების მოდელების შესახებ. ვისაუბრეთ  როგორ შეიძლება გამოვიყენოთ სხვადასხვა შეფასების მოდელი მასწავლებლის პროფესიული საქმიანობის კომპლექსური შეფასებისას.
ამის შემდეგ ტრენერმა შეაჯამა განვლილი დღე.
II დღეს ტრენერმა მისალმების შემდეგ ოთხ ჯგუფად დაგვყო მსმენელები და  I-II ჯგუფს დაავალა  დაეწერათ, თუ როგორ წარმოუდგენიათ პროფესიული განვითარების პროცესი სკოლის ბაზაზე, ხოლო III-IV ჯგუფს კი - მასწავლებლის ინდივიდუალური პროფესიული განვითარების გეგმა.ჯგუფებმა დავალებები  დიაგრამების სახით საპრეზენტაციოდ მოვამზადეთ  და წარმოვადგინეს  ნამუშევრები.
ტრენერი გვესაუბრა როგორ უნდა შეეწყოს ხელი მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებას. კერძოდ, მან ყურადღება გაამახვილა იმ კვლევებზე, რაც ადასტურებს, რომ სკოლის დონეზე მიღებულ გადაწყვეტილებებს გაცილებით ნაკლები გავლენა აქვს მოსწავლეების შედეგებზე, ვიდრე მასწავლებლის დონეზე მიღებულ გადაწყვეტილებებს, რომ ის მორგებულია მასწავლებლის კონკრეტულ საჭიროებებს და შეესაბამება მოსწავლეების სასწავლო მიზნებსა და ამოცანებს და  პროფესიული განვითარების ისეთი ღონისძიებებია ეფექტიანი, რომლებიც უშუალოდ სკოლაში ხორციელდება და  მასწავლებლის პროფესიული საქმიანობის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს.
ტრენერმა გაგვაცნო პროფესიული განვითარების პროგრამების ეფექტიანობის პრინციპები, სკოლის ბაზაზე არსებული პროფესიული განვითარების ფორმები, პროფესიული განვითარების პროცესის ელემენტები (საჭიროებების კვლევა, აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება, ეფექტის შეფასება) და პროფესიული განვითარების ღონისძიებების დაგეგმვის ელემენტები (ტრენინგი, მენტორინგი, როტაცია, სიმულაცია, პროფესიული განვითარების სიმულაცია).
ტრენერი გვესაუბრა, რომ პროფესიული განვითარების ღონისძიებების ეფექტიანობას  სამი კრიტერიუმი:თ აფასებენ. კერძოდ, განხორციელებული აქტივობის ეფექტიანობის შეფასება მსმენელის მიერ, მსმენელის მიერ მიღებული ცოდნის შეფასება, მსმენელის მიერ მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება.
ტრენერმა გამოგვკითხა, თუ როგორ წარმოგვიდგენია თანამშრომლობის პრინციპები კოლეგებს შორის და რა თვისებები უნდა ჰქონდეს პედაგოგს, რომ წარმატებით მოახერხოს ურთიერთთანამშრომლობა. ვიმსჯელეთ ამ თემაზე და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ კოლეგებთან თანამშრომლობა პროფესიული ზრდის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა. ვიმსჯელეთ რეალური თანამშრომლობის 4 ძირითად ელემენტზე.
ტრენერმა დაგვირიგა სამუშაო ფურცელი 4. გავეცანით ინფორმაციას, ვუპასუხეთ კითხვებს. ვიმუშავეთ ჯერ დამოუკიდებლად  და შემდეგ გავუზიარეთ მოსაზრებები მეწყვილეს.
ტრენერი გვესაუბრა კოლეგების გამოცდილების გაზიარების ახალ ფორმაზე, როგორიცაა  “კრიტიკული მეგობრების” ინსტიტუტი , რომელიც წარმოადგენს ურთიერთდაკვირვების მოდელს და სამი ეტაპისაგან შედგება (დაკვირვების წინა შეხვედრა, გაკვეთილზე დასწრება, გაკვეთილის შემდგომი შეხვედრა). აგრეთვე გავეცანით დაკვირვების სხვადასხვა ფორმებს (აღწერითი დაკვირვება, ფოკუსირებული დაკვირვება, გუნდური მუშაობა, ჩართული დაკვირვება (დამკვირვებელი მოსწავლის როლში), თვითდაკვირვება).
გავეცანით და განვიხილეთ პროფესიული განვითარების სქემა. ჯგუფური მუშაობის ფორმატში  დავამუშავეთ სამუშაო ფურცელი 5. განვიხილეთ სამუშაო ფურცლებზე მოცემული ცხრილი და კომპეტენციების და აქტივობების შესაბამისად განვსაზღვრეთ რისი შეფასება უნდა მოხდეს. აქტივობების ჩამონათვალი დავახარისხეთ ცხრილში: პირველი კატეგორიის აქტივობები, ექსპერტი მასწავლებლის აქტივობები.
მივიღეთ საშინაო დავალება. მოგვიანებით, დავალების ფარგლებში შევიმუშავე ინდივიდუალური პროფესიული განვითარების გეგმა,   წერილი ტრენინგის შეფასებით და გადავაგზავნე  ცენტრში პროგრამის კოორდინატორთან.

4.    ტრენინგის მნიშვნელოვნების დასაბუთება

მიუხედავად იმისა, რომ რეგულარულად ვეცნობი სიახლეებს განათლების სფეროში, აღნიშნული ტრენინგი ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, რის ფარგლებშიც    გავეცანი  ბევრ საინტერესო  მასალას.
ტრენინგში მონაწილეობამ მომცა სტიმული და გამიზარდა ინტერესი, რომ  ახალი სქემის აქტივობებზე მეტი ინტერესით ვიმუშაო.
აუცილებლად გამოვიყენებ ტრენინგში ათვისებულ სიახლეებს სასწავლო პროცესში და ჩემს პროფესიულ საქმიანობაში. ვაპირებ აქტიურად ვიმუშავო ადმინისტრაციასთან, მოსწავლეებთან, კოლეგებთან და მშობლებთან აღნიშნულ თემაზე და ვეცდები მისი გამოყენებით ჩემი როლი შევიტანო წარმატებული სკოლის დამკვიდრებაში. ამავე დროს ვიმუშავებ, რომ  გავაძლიერო და გავამყარო საკუთარი პროფესიული განვითარება.
რასაკვერველია,  კოლეგებსაც შევთავაზებ ჩემ მიერ შეძენილი ცოდნისა და უნარების გაზიარებას ტრენინგის სახით და დავარწმუნებ, რომ ეს სიახლე დადებითად იმოქმედებს მათ კარიერულ ზრდაზე.

საჩხერის მუნიციპალიტეტი
ჭალის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ირმა კრაველიძე




                                                          

2013 წლის  17-18-19-20 ოქტომბერი


1.    ტრენინგის დასახელება:


ინკლუზიური განათლება.

·         ტრენინგის ჩამტარებელი ორგანიზაცია:

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი. (საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო).

·         ტრენინგის ჩატარების ადგილი:

საჩხერის მუნიციპალიტეტი,ორღულის  საჯარო სკოლა.

·        ტრენინგის ხანგრძივობა:

4 დღე (20 საათი).



2.    მიზანი და ამოცანები

·         მიზანი:


ინკლუზიური განათლება განვითარების დარღვევები და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა სწავლების სტრატეგიები

ამოცანები:

1. პროგრამის პრეზენტაცია, სსსმ მოსწავლეების ტიპები (I სესია – 1 საათი 30 წუთი)

2.  ეროვნული სასწავლო გეგმა (II სესია – 2 საათი)

3. ინდივიდუალური სასწავლო გეგმა (III სესია – 1 საათი 30 წუთი)

4.  განათლების პოლიტიკა (IV სესია – 2 საათი)

5.  პედაგოგიური შეფასება (V სესია – 2 საათი)

6.  განვითარების დარღვევები: გონებრივი ჩამორჩენილობა, დასწავლის უნარის დაქვეითება (VI სესია – 2 საათი)

7.  დისლექსია, აუტიზმი (VII სესია – 2 საათი)

8.  ბავშვთა ცერებრალური დამბლა, ეპილეფსია, ქრომოსომული დარღვევებ, ნაყოფის ალკოჰოლური სინდრომი (VIII სესია – 2 საათი)

9.  ყურდღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი (IX სესია – 2 საათი)

10.  ადაპტირებული გაკვეთილები (X სესია – 3 საათი)


3.    რეზიუმე


·         პროგრამის პრეზენტაცია, სსსმ მოსწავლეების ტიპები

ტრენერი ტრენინგის დაწყებისთანავე გაგვეცნო და ტრენინგის თითოეულმა მონაწილემ მოკლედ წარმოადგინა საკუთარი თავი. შემდეგ ტრენერმა წარმოგვიდგინა პროგრამის პრეზენტაცია: მოკლედ გაგვაცნო თითოეული დღის წესრიგი. ტრენერმა ისაუბრა ინკლუზიური განათლების მნიშვნელობაზე, გაგვაცნო სსსმ მოსწავლეების ტიპები. ტრენინგის მონაწილეებს ჰქონდათ საშუალება დაესვათ მათთვის სასურველი და მნიშვნელოვანი კითხვები, ასე წარიმართა დისკუსია.

·         ეროვნული სასწავლო გეგმა


მეორე სესიის დროს ტრენერმა ისაუბრა ეროვნული სასწავლო გეგმის მნიშვნელობის შესახებ, განვიხილეთ მისი ძირითადი საკითხები. შემდეგ ტრენინგის მონაწილეები გადავნაწილდით ჯგუფებში და თითოეულმა ჯგუფმა მასალის გამოყენებით განიხილა ეროვნული სასწავლო გეგმის სხვადასხვა პუნქტები და წარუდგინა დანარჩენ მსმენელებს.


·         ინდივიდუალური სასწავლო გეგმა


ამ აქტივობის დროს ტრენერმა ისაუბრა ინდივიდუალი სასწავლო გეგმის შედგენაზე, ფორმაზე, კომპონენტებზე და მონიტორინგზე.  მონაწილეები დავიყავით ჯგუფებად და ვიმუშავეთ ინდივისუალური სასწავლო გეგმის საჭიროებათა ანლიზზე და სამოქმედო გეგმაზე. თითოეულმა ჯგუფმა წარადგინა საკუთარი ნამუშევარი.

      განათლების პოლიტიკა


აღნიშნული სესიის დროს ტრენერმა ისაუბრა განათლების პოლიტიკის მნშივნელობაზე. დაისვა ბევრი შეკითხვა, იყო დისკუსია, აზრთა გაცვლა-გამოცვლა.

·         პედაგოგიური შეფასება


აღნიშნულ სესიაზე განვიხილეთ სსსმ მოსწავლეებთან მუშაობის პროცესში პედაგოგიური შეფასების შესახებ, მის მნიშვნელობაზე, შედეგებზე, შეფასების ტიპებზე, დაგეგმვაზე, პროცესზე და საბოლოო შედეგებზე.

·         განვითრების დარღვევები (გონებრივი ჩამორჩენილობა, დასწავლის უნარის დაქვეითება, დისლექსია, აუტიზმი , ბავშვთა ცერებრალური დამბლა, ეპილეფსია, ქრომოსომული დარღვევებ, ნაყოფის ალკოჰოლური სინდრომი, ყურდღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი)

აღნიშნული სესიების დროს ტრენერმა გაგვაცნო სხვადასხვა დარღვევების მქონე პირების შესახებ ინფორმაცია, ვნახეთ ვიდეოფილმები და პრეზენტაციები და განვიხილეთ განვითრების დარღვევები, რომელიც შეიძლება აღენიშნებოდეს სსსმ მოსწავლეს, კერძოდ კი დარღვევის თავისებურებები და მისი გავლენა მოსწავლის სწავლაზე; სწავლების ზოგადი სტრატეგიები (აღწერილი მარზანოს და კოლეგების მიერ) და მათი გამოყენება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა სწავლებისას.


·         ადაპტირებული გაკვეთილები


ბოლო სესიის დროს განვიხილეთ ადაპტირებული გაკვეთილები - გაკვეთილები ზოგადსაგანმანათლებლო კლასისთვის სადაც ირიცხება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე (ადამიანის სხეულის ნაწილები, ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკის სტრატეგიები, ჩვენი საქართველო, კეთებით სწავლება, მეტაფორა, მსგავსება, მულტისენსორული მიდგომა, პრობლემური ქცევა და ქცევის მართვის სტრატეგიები წერისა და კითხვის სწავლების სტრატეგიები, შეჯამება და ჩანაწერების გაკეთება).



4.    ტრენინგის მნიშვნელოვნების დასაბუთება


აღნიშნული ტრენინგისას ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო. გარდა ამისა, დეტალურად გავეცანი ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შედგენის დეტალებს და სსსმ მოსწავლეებთან მუშაობის პრინციპებს.

ტრენინგში მონაწილეობამ მომცა სტიმული და ახალი იდეების, ინოვაციების განხორციელების მოტივაცია.

აუცილებლად გამოვიყენებ შეძენილ ცოდნას სსსმ მოსწავლეებთან მუშაობის პროცესში.

კოლეგებს შევთავაზებ ჩემ მიერ შეძენილი ცოდნისა და უნარების გაზიარებას ტრენინგის სახით.


ჭალის საჯარო სკოლის მასწავლებელი ირმა კრაველიძე


                     წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი    



ტრენინგის ,,სასწავლო პროცესის დაგეგმვა და სწავლის ეფექტური სტრატეგიები
                                               
ღონისძიების დასახელება:   გრძელვადიანი ტრენინგი


ტრენინგის დასახელება:

სასწავლო პროცესის დაგეგმვა და სწავლის ეფექტური სტრატეგიები

ჩამტარებელი ორგანიზაცია:


პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი      (განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო).


ტრენინგის ჩატარების დრო:


20-22-23-24-25/03-2014 წელი.(პირველი მოდული)

ჩატარების ადგილი და ხანგრძლივობა:

საჩხერის მუნიციპალიტეტი,სოფ.სპეთის საჯარო სკოლა  (20 სთ. 5 დღე).

ტრენერის სახელი, გვარი:   ლიკა გომართელი
                
                                     ტრენინგის მიზანი და ამოცანები:

 ტრენინგის მიზანია, დაეხმაროს მასწავლებლებს ეროვნული სასწავლო გეგმის სტრუქტურის უკეთ გაგებასა და ჩამოყალიბებაში; გაკვეთილის  დაგეგმვის  ზოგადი  პრინციპების შემუშავებაში; კონსტრუქტივისტული გაკვეთილის დაგეგმვაში; ინდივიდუალური  სასწავლო  გეგმის  შედგენაში; ბლუმის, გარდნერისა და პერკინსის ეფექტური სწავლების პრინციპებისა და მეთოდების უკეთ გაგებასა და პრაქტიკულად გამოყენებაში; მოსწავლეებში კრიტიკული, შემოქმედებითი აზროვნების, მეტაკოგნიტური უნარების ჩამოყალიბებასა და განვითარებაში; სწავლების სტრატეგიების ეფექტურ დაგეგმვაში, გამოყენებასა და შეფასებაში; მოსწავლის პიროვნული და სოციალური უნარების განვითარებაში; საშინაო დავალების მიზანმიმართულად გამოყენებაში; კლასის დამრიგებლის მუშაობის პრინციპების შემუშავებაში; მასწავლებლის პროფესიულ ზრდა-განვითარებაში.

რეზიუმე:

I დღე-,,სასწავლო პროცესის დაგეგმვა“.

ტრენინგის დასაწყისში მონაწილეები ერთმანეთს გავეცანით. ტრენერმა წარმოგვიდგინა სამუშაო პროგრამა, გაგვაცნო ღონისძიების მიზანი. პირველი საკითხი, რომელიც დეტალურად განვიხილეთ, იყო ეროვნული სასწავლო გეგმა. მასში შევეხეთ ძირითად საკითხებს: საგნობრივი პროგრამების სტრუქტურას; ცოდნის სამ კატეგორიას, რომელშიც გამოვყავით დეკლარირებული, პროცედურული და პირობისეული ცოდნა; პრიორიტეტულ გამჭოლ კომპეტენციებს.
დაწვრილებით განვიხილეთ ცხრა პრიორიტეტული კომპეტენცია, რომელთა ფლობა გადამწყვეტია თანამედროვე სამყაროში თვითრეალიზებისა და სათანადო ადგილის დამკვიდრებისათვის.
შემდეგი საკითხი იყო-,,როგორ დავგეგმოთ მოსწავლეზე და შედეგზე ორიენტირებული სასწავლო პროცესი“. გაიმართა დისკუსია, რომელშის აქტიური მონაწილეობა მივიღე და ჩამოვაყალიბე, თუ რა მიზანს ემსახურება დაგეგმვა. იგი აუცილებელია სასწავლო პროცესის ორგანიზებისათვის, მისი გამდიდრება-გამრავალფეროვნებისათვის, განახლებისა და დახვეწისათვის. ვისაუბრეთ სხვადასხვა ტიპის სასწავლო გეგმებზე. განვიხილეთ საგნის , კვირის, თემის, წლიური გეგმების შემადგენელ ძირითად კომპონენტებზე.
    შემდეგ დავიყავით ჯგუფებად. თითოეული ჯგუფი მუშაობდა კონკრეტულ დავალებაზე. ჩვენი ჯგუფი სავარჯიშოთა კრებულში იხილავდა სიტუაციურ ამოცანას. ჯგუფის წევრებმა გადავინაწილეთ ფუნქციები. მუშაობის პროცესში აქტიურად ვიყავი ჩართული. ვცდილიბდი, ჯგუფისათვის ჯანსაღი იდეების მიწოდებას, ვითვალისწინებდი სხვის მოსაზრებას, და ბოლოს, გავაკეთე ზეპირი პრეზენტაცია. გავითვალისწინე ტრენერის რეკომენდაციები.
ათწუთიანი შესვენების შემდეგ, ტრენერმა საინტერესოდ წარმოგვიდგინა გაკვეთილის ფაზები. ყურადღება გავამახვილე გაკვეთილის მეოთხე ფაზაზე-,,განხილვისა და შეჯამების ფაზა“. ეს ჩემთვის ახალი იყო. ვისაუბრეთ, თუ რამდენად ეფექტურია კოლეგებთან ერთად გეგმის შედგენა. სავარჯიშოთა კრებულში კვლავ განვიხილეთ სიტუაციური ამოცანები და გავაკეთე ზეპირი პრეზენტაციები.
 შემდეგი საკითხი იყო, თუ როგორ დავგეგმოთ კონსტრუქტივისტული გაკვეთილი; სწავლების კონსტრუქტივისტული მიდგომის ძირითადი პრინციპები; ჩამოვაყალიბეთ სწავლების კონსტრუქტივისტული მიდგომის შემადგენელი ნაწილები; განვიხილეთ ინდივიდუალური სასწავლო გეგმა; გულდასმით დავათვალიერე ინდივიდუალური განვითარების გეგმის ნიმუში.
ბოლოს, შევაჯამეთ ტრენინგის პირველი დღე. მომდევნო დღისთვის გავინაწილეთ დავალებები. შევავსეთ ,,ფლიფ ჩარტიდა დავემშვიდობეთ ერთმანეთს.

II დღე-,,სასწავლო პროცესის დაგეგმვა და სწავლის ეფექტური სტრატეგიები”.

ტრენინგის დასაწყისშივე მონაწილეებმა წინა დღის რეფლექსიისათვის სავარჯიშოთა კრებულში ინდივიდუალურად შევასრულეთ მე-10 სავარჯიშო და გავაკეთე პრეზენტაცია სილაბუსის შემადგენელ კომპონენტებზე.
შემდეგ ტრენერმა საინტერესოდ ისაუბრა განათლების მიზნების (ბლუმის) ტაქსონომიაზე. განვიხილეთ კოგნიტური, აფექტური და ფსიქომოტორული სფეროები. სავარჯიშოთა კრებულში ჯგუფებში შევასრულე პრაქტიკული სავარჯიშო, რომელშიც ცალკეული სფეროს თითოეულ დონეს შევუსაბამე საკვანძო სიტყვები, შეკითხვები და შესაბამისი აქტივობები. ჯგუფში აქტიურად ვიყავი ჩართული, ვცდილობდი, გამეთვალისწინებინა წევრების აზრი. ბოლოს გავაკეთე ზეპირი პრეზენტაცია.
ტრენერმა ,ლიკა გომართელმა ,საინტერესოდ ისაუბრა, თუ როგორ უნდა განხორციელდეს მოსწავლეებში უნარ-ჩვევების ეტაპობრივი განვითარება; როგორ უზრუნველვყოთ თანმიმდევრული და წარმატებული სვლა აღქმა-გაგებიდან შექმნამდე. მოვისმინე ძირითადი რეკომენდაციები აზროვნების ზედა დონის ასამოქმედებელი შეკითხვების განვითარებისათვის.
შემდეგი საკითხი, რომელიც განვიხილეთ, იყო ,,სწავლის სტილი და გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის თეორია“. აღვწერეთ რვავე ტიპის ინტელექტი, მათი შესატყვისი ოპერაციები და დასწავლის საშუალებები. სავარჯიშოთა კრებულში მცირე ჯგუფებში შევასრულეთ სიტუაციური ამოცანები და თითოეულმა ჯგუფმა გააკეთა ზეპირი პრეზენტაცია.
ბოლოს, შევაჯამეთ ტრენინგის მეორე დღე. მომდევნო დღისთვის გავინაწილეთ დავალებები. შევავსეთ ,,ფლიფ ჩარტიდა დავემშვიდობეთ ერთმანეთს.

III დღე-,,სააზროვნო უნარების განვითარების ეფექტიანი სტრატეგიები“.

 ტრენინგის ეს დღე საკმაოდ საინტერესო და ნაყოფიერი იყო. დაწვრილებით განვიხილეთ სააზროვნო უნარების განვითარების ეფექტური სტრატეგიები. კერძოდ: პერკინსის ეფექტური სწავლების პრინციპები, რომელშიც გამოვყავით სწავლების ,,ნაწილებით სწავლებისადა ,,საკითხის შესახებ სწავლებისმოდელები. ტრენერმა საინტერესოდ ისაუბრა იმ 4 ძირითად საკითხზე, რომელიც პერკინსის აზრით, უნდა გაითვალისწინოს მასწავლებელმა სასწავლო პროცესის დაგეგმვისა და წარმართვის დროს. ვისაუბრეთ ტრანსფერის ფორმებზე და სწავლების დიდაქტიკურ, სოკრატულ, პრაქტიკულ და სოციალურ/თანამშრომლობით მეთოდებზე.
ამის შემდეგ დავიყავით ჯგუფებად და სავარჯიშოთა კრებულში შევასრულეთ რამდენიმე სიტუაციური ამოცანა, სადაც თითოეულმა ჩვენგანმა გაანალიზა კონკრეტული ამოცანა, იმსჯელა, გამოიტანა დასკვნები და გააკეთა ზეპირი პრეზენტაცია.
რამდენიმეწუთიანი შესვენების შემდეგ აქტიურად შევუდექი მუშაობას და ვისაუბრე, თუ როგორ ხდება მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნების განვითარება. გამოვყავი კრიტიკული აზროვნების 5 ძირითადი ნიშანი და ტრენერიდან მოვისმინე რეკომენდაციები, თუ როგორ დავეხმაროთ მოსწავლეებს ამ ტიპის აზროვნების განვითარებაში.
ამის შემდეგ, შევეხეთ შემოქმედებით აზროვნებას. ვისაუბრეთ, თუ როგორ შექმნას მასწავლებელმა კლასში შემოქმედებითი გარემო; როგორ ვასწავლოთ მოსწავლეებს შემოქმედებითი აზროვნება და რა მეთოდები შეიძლება, გამოვიყენოთ განვითარებისათვის.
შემდეგ განვიხილეთ პრობლემაზე ორიენტირებული სწავლება, მისი საფეხურები, როგორ შეარჩიოს მასწავლებელმა პრობლემური ტიპის ამოცანები და სტრატეგიები. ვიმუშავეთ სიტუაციურ ამოცანებზე და მაქსიმალურად შევეცადე, გამომევლინა საკუთარი შესაძლებლობები.
ბოლოს შევაჯამეთ III დღის ტრენინგი. მომდევნო დღისთვის გავინაწილეთ დავალებები. შევავსეთ ,,ფლიფ ჩარტიდა დავემშვიდობეთ ერთმანეთს.

IV დღე-,,მეტაკოგნიტური უნარების განვითარება; გრაფიკული ორგანიზატორები; სწავლების ფორმები“.


ტრენინგის დასაწყისში მოვახდინეთ წინა დღის რეფლექსია, შემდეგ კი განვიხილეთ მეტაკოგნიცია-აზროვნება საკუთარი აზროვნების შესახებ და მისი ამოქმედების პრაქტიკული სტრატეგიები.
დაწვრილებით განვიხილეთ სწავლის ეფექტური სტრატეგიები: მნიშვნელოვანი ინფორმაციის ამოცნობა; არსებული ცოდნის გახსენება/ცოდნის კონსტრუირება; ჩანაწერების გაკეთება; ინფორმაციის ორგანიზება; მასალის შეჯამება; გაგება-გააზრების შემოწმება, ანუ მონიტორინგი; კვირის გეგმის შედგენა. შემდეგ დავიყავით ჯგუფებად და სავარჯიშოთა კრებულში განვიხილეთ სიტუაციური ამოცანები, გავაკეთე პრეზენტაცია.
შესვენების შემდეგ ტრენერმა საინტერესოდ ისაუბრა გრაფიკულ ორგანიზატორებზე, ანუ კოგნიტურ დიაგრამებზე, როგორც ეფექტური სწავლების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ელემენტზე.
შემდეგი საკითხი იყო ,,სწავლების ფორმები“. გამოვყავი სწავლების სამივე ფორმის დადებითი და უარყოფითი მხარეები. ცალკე ვისაუბრე თანამშრომლობითი სწავლების მეთოდებზე: დისკუსია, პროექტი, როლური თამაში. სასკოლო ცხოვრებიდან გავიხსენე სხვადასხვა სიტუაცია, რამაც უფრო საინტერესო დახადა ტრენინგი. მცირე ჯგუფებში განვიხილე რამდენიმე სიტუაციური ამოცანა და გავაკეთე ზეპირი პრეზენტაცია.
ბოლოს შევაჯამეთ IV დღის ტრენინგი. მომდევნო დღისთვის გავინაწილეთ დავალებები. შევავსეთ ,,ფლიფ ჩარტიდა დავემშვიდობეთ ერთმანეთს.

V დღე-,,საშინაო დავალება, დამრიგებელი, პიროვნული და სოციალური უნარები


გრძელვადიანი ტრენინგის მეხუთე დღე საკმაოდ აქტიური იყო. მოლოდინი გამართლდა, გავიმყარე ცოდნა პროფესიულ უნარებში, რითაც ხელი შეეწყო ჩემს პროფესიულ ზრდა-განვითარებას.
ტრენერმა ლიკა გომართელმა, საინტერესოდ ისაუბრა საშინაო დავალების აუცილებოლობასა და მნიშვნელობაზე, მიზნებზე, პრინციპებზე და გამოყო, თუ დროის რა ნაწილი უნდა დაუთმონ მოსწავლეებმა საშინაო დავალების შესრულებას. დავიყავით მცირე ჯგუფებად და სავარჯიშოთა კრებულში შევასრულეთ რამდენიმე ამოცანა. გარდა ამისა, ვიმუშავეთ დახურულ კითხვებიან სავარჯიშოებზეც, რომელშიც ყველა სავარაუდო პასუხი დეტალურად განვიხილეთ. გაიმართა დისკუსია, რომელშის აქტიური მონაწილეობა მივიღე, გავიხსენე პრაქტიკული მაგალითები სასკოლო ცხოვრებიდან, რითაც უფრო საინტერესო გახდა მუშაობა.
ბოლო საკითხი იყო ,,მოსწავლეთა სოციალური განვითარება“. თუ როგორ დავეხმაროთ მოსწავლეებს პიროვნული და სოციალური უნარების განვითარებაში. გამოვყავით მოსწავლეთა ინდივიდუალური თავისებურებები, რომლის გათვალისწინება სწავლების პროცესში მეტად მნიშვნელოვანია. ტრენერმა გააკეთ მინი პრეზენტაცია თემაზე-,,დამრიგებლის როლი და სადამრიგებლო პროგრამები სკოლაში“. ისაუბრა, კლასის დამრიგებლის მუშაობა თუ რა პრინციპეპს უნდა ეფუძნებოდეს; რა ძირითადი ფუნქციები აქვს სადამიგებლო საათს; რა სირთულეებია გარდამავალ ასაკში პიროვნული და სოციალური უნარების განვითარების მხრივ.
სავარჯიშოთა კრებულში ინდივიდუალურად შევასრულეთ დამრიგებლის საქაღალდე, დეტალურად განვიხილე მასალები საქაღალდიდან და გავაკეთე ზეპირი პრეზენტაცია.
ბოლოს ხუთივე დღის რეფლექსიის მიზნით, ტრენერმა ჩაატარა ტესტირება, რომელსაც მე პირადად, მოუთმენლად ველოდი. ტესტი არ გამჭირვებია. იგი იყო კომბინირებული, მოიცავდა, როგორც ღია, ასევე დახურულ შეკითხვებს. უკუკავშირი მაშინვე მივიღე, რითაც ძალიან კმაყოფილი დავრჩი. გავხდი უფრო თავდაჯერებული და საკუთარ თავში დარწმუნებული. 

ღონისძიების მნიშვნელობის დასაბუთება:

ამ ტრენინგზე განხილული ყველა საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ მასწავლებელს სჭირდება მუდმივ დინამიკაში ყოფნა, რადგან არ შეჩერდეს მისი პროფესიული ზრდა-განვითარება. ტრენინგის დასრულების შემდეგ მივხვდი, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ამა თუ იმ პრობლემის დადგენა, კვლევა და მისი შემდგომი ანალიზი მასწავლებლის პროფესიული ზრდისა და მოსწავლეთა მაღალი აკადემიური მოსწრებისათვის.
ტრენინგის მასალების ანალიზის შედეგად მივხვდი, რაც აქამდე არ გამომდიოდა ჩემი საკუთარი ძალებით, პროფესიული კომუნიკაციის საშუალებით ადვილი მისაღწევი იქნება, რადგან სწორედ კოლეგებს შორის სწორი პროფესიული ურთიერთობების შედეგად შეიძლება, გამომჟღავნდეს მოსწავლეთა საჭიროებები და მიდრეკილებები.
ტრენინგზე მიღებული ცოდნის გამოყენებით, დარწმუნებული ვარ, უფრო ეფექტურად შევარჩევ იმ მეთოდებსა და სტრატეგიებს, რომლებიც უფრო მეტი სარგებლის მომტანი იქნება ჩემთვისაც და მოსწავლეებისთვისაც. ტრენინგზე მიღებული ინფორმაციის დახმარებით ჩემი ცოდნა ამ საკითხებთან დაკავშირებით უფრო საფუძვლიანი გახდა. დავრწმუნდი მათი გამოყენებისა და გათვალისწინების აუცილებლობა-საჭიროებაში.
 ეს ტრენინგი დამეხმარა ჩემი პრაქტიკული საქმიანობის გაუმჯობესებაში და წახალისებაში. პროფესიული განვითარება ასპარეზს უთმობს განახლების მოდელს. ეს მოდელი მომცემს შესაძლებლობას, გადავხედო, თავიდან გავაკეთო, შევასწორო, თავიდან ჩამოვაყალიბო, გადავაფასო ჩემი პრაქტიკული საქმიანობა. მე შეძლებისდაგვარად დავეხმარები კოლეგებს, გახდნენ ინფორმაციისა და სწავლის მაძიებელნი, პრობლემის გადამჭრელნი და საკუთარი საქმიანობის მკვლევარნი. ეს კი მიიღწევა მასწავლებლის წახალისებით, მონაწილეობა მიიღონ დისკუსიებსა და საუბრებში.
ტრენინგზე კოლეგებთან ცალკეული პრობლემის განხილვა შთამბეჭდავი და საიტერესო იყო. სხვა კუთხით დავინახე თითოეული საკითხი, უფრო ღრმად ჩავწვდი რთულ პედაგოგიურ სიტუაციებს.
     ძალიან დიდი მადლობა მასწავლებლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ  ცენტრს, მასწავლებლის სახლსა და ქალბატონ ლიკა გომართელს საინტერესო ტრენინგისთვის.
                                                 ჭალის საჯარო სკოლის მასწავლებელი ირმა კრაველიძე


                წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი    

ტრენინგის ,,კომუნიკაციის პროცესი და მოსწავლეთა მოტივაციაწერილობითი ანგარიში

ღონისძიების დასახელება:  ტრენინგი



ტრენინგის დასახელება: კომუნიკაციის პროცესი და მოსწავლეთა მოტივაცია



ჩამტარებელი ორგანიზაცია: 



პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი      (განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო).



ტრენინგის ჩატარების დრო:



24-25 /04-2014  წელი (მეორე მოდული)



ჩატარების ადგილი და ხანგრძლივობა:



საჩხერის მუნიციპალიტეტი,სოფ,სპეთის საჯარო სკოლა  (9 სთ. 2 დღე).



ტრენერის სახელი, გვარი, ტელეფონი:



ლიკა გიმართელი

  
                 

ტრენინგის მიზანი და ამოცანები:

ტრენინგის მიზანია, დაეხმაროს პედაგოგებს  კომუნიკაციის სახეების, ტიპებისა და სტრატეგიების უკეთ გაგებასა და პრაქტიკულად გამოყენებაში, გაცნობიერებაში; სასწავლო პროცესში მოსწავლეთა მოტივაციის ასამაღლებელი ეფექტური სტრატეგიების ეფექტურად გამოყენებაში; მოსწავლეთა პიროვნული თავისებურებების გათვალისწინებით მოტივაციის სტრატეგიის შერჩევაში.

რეზიუმე:

I დღე-,,კომუნიკაცია

ტრენინგის დასაწყისში მონაწილეები ერთმანეთს გავეცანით. ტრენერმა წარმოგვიდგინა სამუშაო პროგრამა, გაგვაცნო ღონისძიების მიზანი
ტრენერმა,ლიკა გომართელმა ,საინტერესოდ ისაუბრა ეფექტური კომუნიკაციის არსსზე; კომუნიკაციის სახეებზე (ვერბალური, არავერბალური, წერილობითი) და მოგვცა პრაქტიკული რჩევები, როგორ გამოვიყენოთ კომუნიკაცია საკლასო ოთახში. განვიხილეთ ეფექტური და უშედეგო კომენტარების ნიმუშები.
შემდეგ დავიყავით ჯგუფებად. თითოეული ჯგუფი მუშაობდა კონკრეტულ დავალებაზე. ჩვენი ჯგუფი სავარჯიშოთა კრებულში იხილავდა სიტუაციურ ამოცანას. წევრებმა გადავინაწილეთ ფუნქციები. მუშაობის პროცესში აქტიურად ვიყავი ჩართული. ვცდილიბდი, ჯგუფისათვის ჯანსაღი იდეების მიწოდებას, ვითვალისწინებდი სხვის მოსაზრებას, და ბოლოს, გავაკეთე ზეპირი პრეზენტაცია. გავითვალისწინე ტრენერის რეკომენდაციები.
პრეზენტაციის შემდეგ შევისვენეთ რამდენიმე წუთი და განვიხილეთ აქტიური მოსმენის ტექნიკა; განვასხვავეთ პასიური, მოჩვენებითად აქტიური და აქტიური მოსმენა ერთმანეთისგან. ვისაუბრეთ, როგორ გავართვათ თავი ,,რთულმშობლებთან კომუნიკაციას; რა ფაქტორებმა შეიძლება, გამოიწვიოს კონფლიქტი მშობელსა და მასწავლებელს შორის და როგორ შეიძლება, დავძლიოთ იგი. აგრეთვე შევეხეთ კითხვათა ტიპებსა და კითხვის დასმის ტექნიკებს; კომპონენტებს, რომლებიც მოსწავლეებში კომუნიკაციური კომპეტენტურობის ფორმირებაში ეხმარება; მოვისმინეთ რეკომენდაციები, როგორ გავაუმჯობესოთ კომუნიკაცია საკლასო ოთახში, მშობლებთან და კოლეგებთან.
შემდეგ კვლავ დავიყავით ჯგუფებად. თითოეული ჯგუფი მუშაობდა კონკრეტულ დავალებაზე. ჩვენი ჯგუფი სავარჯიშოთა კრებულში იხილავდა სიტუაციურ ამოცანას. წევრებმა გადავინაწილეთ ფუნქციები. მუშაობის პროცესში აქტიურად ვიყავი ჩართული. დასრულების შემდეგ გავაკეთე ზეპირი პრეზენტაცია.
ბოლოს, შევაჯამეთ ტრენინგის პირველი დღე. მომდევნო დღისთვის გავინაწილეთ დავალებები. შევავსეთ ,,ფლიფ ჩარტიდა დავემშვიდობეთ ერთმანეთს.

II დღე-,,მოტივაცია

დასაწყისში შევაჯამე წინა დღის საქმიანობა (რეფლექსია). გაიმართა  დისკუსია-,,კომუნიკაციის სახეები“. მოვიყვანეთ რამდენიმე პრაქტიკული მაგალითები სასკოლო ცხოვრებიდან, სადაც ყველამ გამოთქვა საკუთარი მოსაზრება კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით. ბოლოს, შევჯერდით ერთ საერთო აზრზე და დავაფიქსირეთ სწორი და მართებული პასუხი.
ტრენერმა საინტერესოდ ისაუბრა, რა მნიშვნელობა აქვს სასწავლო პროცესში მოტივაციას. განიხილა მოტივაციის ორივე სახე (შინაგანი და გარეგანი) და სხვადასხვა ფაქტორი, რომელიც გავლენას ახდენს მოტივაციაზე. განვიხილეთ აბრაამ მასლოუს მოტივაციის იერარქიული თეორია და დეტალურად გამოვყავით ძირითადი მოთხოვნილებები. შევქმენით მოთხოვნილებათა იერარქიული მოდელი და  მოვისმინეთ რეკომენდაციები, როგორ გავითვალისწინოთ მასლოუს  თეორია საგანმანათლებლო სისტემაში.
რამდენიმეწუთიანი შესვენების შემდეგ ვისაუბრეთ მოტივაციისადმი ძირითად თეორიულ მიდგომებზე (ბიჰევიორისტული და კოგნიტური); გამოვყავით პიროვნული ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენს მოტივაციაზე (თვითგანსაზღვრა, მიზნები, ინტერესები და ემოციები, თვითეფექტურობა).  
სავარჯიშოთა კრებულში შევასრულეთ რამდენიმე სიტუაციური ამოცანა და გავაკეთე ზეპირი პრეზენტაცია.
ბოლოს ორივე დღის რეფლექსიის მიზნით, ტრენერმა ჩაატარა ტესტირება, რომელსაც მე პირადად, მოუთმენლად ველოდი. ტესტი არ გამჭირვებია. იგი იყო კომბინირებული. მოიცავდა, როგორც ღია, ასევე დახურულ შეკითხვებს. უკუკავშირი მაშინვე მივიღე, რითაც ძალიან კმაყოფილი დავრჩი. გავხდი უფრო თავდაჯერებული და საკუთარ თავში დარწმუნებული. 

                                   ღონისძიების მნიშვნელობის დასაბუთება:

ამ ტრენინგზე განხილული ყველა საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ მასწავლებელს სჭირდება მუდმივ დინამიკაში ყოფნა, რადგან არ შეჩერდეს მისი პროფესიული ზრდა-განვითარება. ტრენინგის დასრულების შემდეგ მივხვდი, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ამა თუ იმ პრობლემის დადგენა, კვლევა და მისი შემდგომი ანალიზი მასწავლებლის პროფესიული ზრდისა და მოსწავლეთა მაღალი აკადემიური მოსწრებისათვის.
ტრენინგის მასალების ანალიზის შედეგად მივხვდი, რაც აქამდე არ გამომდიოდა ჩემი საკუთარი ძალებით, პროფესიული კომუნიკაციის საშუალებით ადვილი მისაღწევი იქნება, რადგან სწორედ კოლეგებს შორის სწორი პროფესიული ურთიერთობების შედეგად შეიძლება, გამომჟღავნდეს მოსწავლეთა საჭიროებები და მიდრეკილებები.
ტრენინგზე მიღებული ცოდნის გამოყენებით დარწმუნებული ვარ, უფრო ეფექტურად შევარჩევ იმ მეთოდებსა და სტრატეგიებს, რომლებიც მეტი სარგებლის მომტანი იქნება ჩემთვისაც და მოსწავლეებისთვისაც. ტრენინგზე მიღებული ინფორმაციის დახმარებით ჩემი ცოდნა ამ საკითხებთან დაკავშირებით უფრო საფუძვლიანი გახდა. დავრწმუნდი მათი გამოყენებისა და გათვალისწინების აუცილებლობა-საჭიროებაში.
 ეს ტრენინგი დამეხმარა ჩემი პრაქტიკული საქმიანობის გაუმჯობესებაში და წახალისებაში. პროფესიული განვითარება ასპარეზს უთმობს განახლების მოდელს. ეს მოდელი მომცემს შესაძლებლობას, გადავხედო, თავიდან გავაკეთო, შევასწორო, თავიდან ჩამოვაყალიბო, გადავაფასო ჩემი პრაქტიკული საქმიანობა. მე შეძლებისდაგვარად დავეხმარები კოლეგებს, გახდნენ ინფორმაციისა და სწავლის მაძიებელნი, პრობლემის გადამჭრელნი და საკუთარი საქმიანობის მკვლევარნი. ეს კი მიიღწევა მასწავლებლის წახალისებით, მონაწილეობა მიიღონ დისკუსიებსა და საუბრებში. 
ძალიან დიდი მადლობა მასწავლებლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ  ცენტრს, მასწავლებლის სახლსა და ქალბატონ ლიკა გომართელს საინტერესო ტრენინგისთვის.

                           ჭალის საჯარო სკოლის მასწავლებელი ირმა კრაველიძე


Комментариев нет:

Отправить комментарий