Страницы

კალიგრაფიის კონკურსი

                                                                      პროექტი

      1.პროექტის სახელწოდება: „საუკეთესო კალიგრაფი“
      2. პროექტის მთავარი იდეა: სკოლაში კალიგრაფიის კონკურსის ჩატარება და
        საუკეთესო  კალიგრაფის გამოვლენა.
      3. პროექტის აქტუალობა: .მოსწავლეებში წერის კულტურისა და კალიგრაფიის
       დაბალი დონე.
      4. პროექტის მიზნები:            
     ქართული ანბანის განსაკუთრებულობის შეგრძნება, ლამაზად წერისპოპულარიზაცია,
    ფანტაზიის უნარის განვითარება, გემოვნების დახვეწა. მოსწავლეთა დაინტერესება და
    კალიგრაფიის კონკურსში მონაწილეობა.
       5. მონაწილეთა ასაკი: VII,VIII-IX-X-XI კლასის მოსწავლეები.
       6. ვადები 
       7. პროექტის ფარგლებში განსახორციელებელი საქმიანობები:
         I. მოსამზადებელი ეტაპი:
         ამოცანები:
        ა) მოსწავლეთათვის პროექტის  თემის აქტუალობისა და მიზნების გაცნობა.
        ბ) კონკურსის პირობების და ნომინაციების გაცნობა.
        ბ) მოსწავლეებზე დავალებების მიცემა(გადასაწერი ტექსტის შერჩევა)
        გ) ჟიურის შერჩევა
         II .საკლასო გამოფენის მოწყობა
       ა) კლასში გამოიფინება მოსწავლეთა ნამუშევრები.
        ბ) შეირჩევა საუკეთესო ნაშრომები  სასკოლო გამოფენისათვის.
        III. სასკოლო გამოფენის მოწყობა.
       სკოლის ფოიეში მოეწყობა შერჩეული ნამუშევრების გამოფენა
        IV.მოსწავლეთა დაჯილდოება
        გამარჯვებული მოსწავლეები დაჯილდოვდებიან სიგელებით.
      განხორციელების გზები: მოსწავლეები გაეცნობიან პროექტის მიზანს. პროექტი
        ჩატარდება ორ ეტაპად . პირველ ეტაპზე  ჩატარდება საკლასო კონკურსი , სადაც
       გამოვლინდება საუკეთესო. მეორე ეტაპზე ჩატარდება სასკოლო  კონკურსი,  საკლასო
       კონკურსში გამარჯვებულთა შორის  ჟიური გამოავლენს საუკეთესო ნამუშევრებს და
       ავტორები დაჯილდოვდებიან სიგელებით.
     კონკურსის პირობები: კონკურსის მონაწილემ გადასაწერად უნდა შეარჩიოს
      ნაწყვეტი შ. რუსთაველის „ვეფხისტყაოსნიდან“   (ტექსტის მოცულობა: ერთი თაბახი
      მე-7 კლასიდან მე-11  კლასის ჩათვლით)    
                      მონაწილეები შეფასდებიან   შემდეგი ნომინაციებით:
1.         1 „საუკეთესო კალიგრფიული ნამუშევარი“ -ამ ნომინაციით შეფასებისას
           გათვალისწინებული იქნება ,თუ რამდენად ასახავს ხელნაწერი ქარტული ანბანის
           თავისებურებას,რამდენად სწორადაა მოხაზული ასო-ბგერა.
            2.,,ორიგინალური გადაწყვეტა"მონაწილეს შეუძლია ნამუშევარი გააფორმოს
            რომელიმე ეპიზოდის ილუსტრაციით,საკუთარი ნახატით,შეუძლია
            გადაიტანოს ქსოვილზე,ქვაზე,ხეზე.
            3.,,გაცოცხლებული ეტრატი" კონკურსის მონაწილეს საშუალება აქვს ნაწყვეტი
            გადმოწეროს მრგვლოვანით ან ნუსხურით
           8 .რესურსები: თაბახები, საწერკალამი, ფორმატი,  , წიგნები,
          9. მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეებში ამაღლდება წერის კულტურის და  
            კალიგრაფიის დონე.  მოხდება მოსწავლეთა დაინტერესება, გამრავალფეროვნდება
            სასკოლო ცხოვრება.
         10. საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფებთან /კავშირი. ქართული ენა და
           ლიტერატურა. ხელოვნება
         11. პროექტის ხელმძღვანელი:  ირმა კრაველიძე
გ                                                  გამოვლინდა სამი საუკეთესო ნიმუში:
                       1. ქრისტინა ტოროშელიძე-IX კლასი
                        2.გიორგი ჭიტაძე-XI კლასი
                        3.შორენა მწყერაშვილი-XI კლასი
                                                    „საუკეთესო კალიგრფიული ნამუშევარი“ 
ქ                         ქრისტინა ტოროშელიძის მიერ შესრულებული ,,ლოცვა ავთანდილისა"

გიორგი ჭიტაძე--XI კლასი
შორენა მწყერაშვილი-XI კლასი
რეზო მიშველიძე -- IX კლასი
საუკეთესო კალიგრაფი,ქრისტინა ტოროშელიძე დაჯილდოვდა სიგელით


Комментариев нет:

Отправить комментарий