ჭალის საჯარო სკოლის
ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის, ირმა კრაველიძის 2015 წლის პირველი სემესტრის
ანგარიში
v 2015
წლის 21 ნოემბერს, ქ. ქუთაისის აკაკი წერეთლის
სახელობის უნივერსიტეტში, პრორქტ ,,წიგნი სიყვარულიას“ ფარგლებში გაიმართა უნივერსიტეტის რექტორთან, ბატონ გიორგი ღავთაძესთან შეხვედრა და ჭაბუა ამირეჯიბის რომანის ,,დათა თუთაშხიას“
განხილვა. ამ ღონისძიებაში ჩვენი სკოლიდან, ბატონ გელა ჩხიტუნიძესთან ერთად, მონაწილეობა
მიიღო ჩემმა ორმა მე-11 კლასის მოსწავლემ: ნიკა დავაძემ და რეზო
მიშველიძემ.
v ამავე
პროექტის ფარგლებში, 18 ნოემბერს ,პრეზენტაცია
გავაკეთე სხვიტორის საჯარო სკოლაში და პროექტში ჩართვა შევთავაზე მათ, რაც ხალისით მიიღეს
და ამჯერად ისინიც ახორციელებენ ამ წარმატებულ
პროექტს ,,წიგნი სიყვარულია“
v ვანო
(მე-7 კლასი) და გიორგი (მე-11 კლასი) სირაძეებმა
მონაწილეობა მიიღეს იაკობ გოგებაშვილის საიუბილეოდ
გამართულ ხატვის კონკურსში და იაკობ გოგებაშვილის
შემოქმედებიდან 2 ნახატი წარმოადგინეს რაიონულ რესურსცენტრში.
v რაიონის
მიერ გამოცხადებულ ფოლკლორის საღამოში მონაწილეობა მიიღო მე-8 კლასის მოსწავლე, გიორგი
ნამგლაძემ და 27 მოემბერს, მოსწავლე- ახალგაზრდობის სახლიშ გამართულ ღონისძიებაზე წარმოადგინა თემა: ,,რაც წარსულმა
გიანდერძა შენ მომავალს შეუნახე“ ( ჩვენი სოფლის ტოპონიმები) ,დაჯილდოვდა სიგელით
( მოსწავლეც და მასწავლებელიც)
v ქართულის
ოლიმპადაში ( მჩემი კლასებიდან ) მონაწილეობა მიიღო 8 მოსწავლემ ,აქედან მეორე ტურში გადავიდა ანა ახვლედიანი
და ნიკა დავაძე.
v რაიონის
მიერ გამოცხადებულ კონკურსში ,,ტერორიზმი მსოფლიო პრობლემა“ მონაწილეობა მიიღო მე-111
კლასის ორმა მოსწავლემ: ნიკა დავაძემ და ზაალ გურასშვილმა, მათ
წარმოადგინეს ორი ესე: ,,ტერორიზმი“ და ,,ტერორიზმი
-საუკუნის დაუძლეველი პრობლემა“
v 9
ოქტომბერს პრეზენტაცია გავაკეთე რაიონულ რესურსცენტრში სამოდელო გაკვეთილისა: ,,აღზრდის პრობლემები სულხან- საბას შემოქმედებაში“
v ჩემთვის
წარმატებული აღმოჩნდა მონაწილეობა მასწავლებელთა მე-4 საუნივერსიტეტო ,ეროვნულ კონფერენციაში და 2015
წლის 17 ოქტომბერს, თბილისის ივანე ჯავახისვილის
სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ
კორპუსში წარმოვადგინე პრეზენტაცია ჩემი ნაშრომისა : ,,წიგნიერების პრობლემა და მათი
დაძლევის გზები“ ავიღე სერთიფიკატი და ნაშრომი დაიბეჭდა მეთოდურ სტატიად საერთაშორისო ჟურნალში.
v სტაჟირების
სახით, 2015 წლის 16 ოქტომბერს, ქ. თბილისში, გივი ზალდასტანიშვილის ამერიკულ აკადემიაში დავესწარი
ქართულის გაკვეთილს მე-9 კლასში. მასწავლებელი
- ქეთევან თოფაძე.
v სემესტრის
განმავლობაში ჩავატარე ღია გაკვეთილები:
Ø მე-7
კლასში თემა: ნოდარ დუმბაძის ,,სისხლი“ -- 8 დეკემბერი
Ø მე-11
კლასში ილია ჭავჭავაძის ,,ოთარაანთ ქვრივიდან“
ორ მეტად პრობლემურ საკითხზე გავამახვილე ყურადღება : გვეხმარება თუ არა ლიტერატურა
საკუთარი თავის შეცნობაში და მშობლებისა და შვილების ურთიერთობის პრობლემა - 15 დეკემბერი
Ø მე-8
კლასში წარმოვადგინეთ ინსცენირება დავით კლდიაშვილის
პიესისა ,,დარისპანის გასაჭირი“ – 25 დეკემბერი
v პროფესიული
განვითარების კუთხით გავიარე ტრენინგები:
Ø ინტელის
ტრენინგი 36 სთ (ჭალის საჯარო სკოლაში) ტრენერი-გიორგი ხომასურიძე
Ø ფასილიტატორთა
ტრენინგი-10 სთ.21-22 ნოემბერს ,(საჩხერის #2 საჯარო სკოლაში) ტრენეტი- ლიკა გომართელი.
ა ნ გ ა რ ი შ ი
2013-2014 სასწავლო წელს
გაწეული
მუშაობის შესახებ
მოგახსენებთ,რომ
ვასწავლი ოთხ
კლასს: IX, X, XI, XII
ზემოთ აღნიშნულ
კლასებში პროგრამა
გავიარე კალენდარული გეგმის მიხედვით,
შემაჯამებელი წერები
ჩავატარე წინასწარ
შემუშავებული გრაფიკის
შესაბამისად.
2014 წლის 26
ბოემბერს X კლასში ჩავატარე ღია ,ინტეგრირებული გაკვეთილი თემა: „ტაძრები გველიან“,რომელიც
მიეძღვნა ტაო-კლარჯეთს. გაკვეთილზე მოსწავლეებმა წარმოადგინეს წინასწარ
მომზადებული პრეზენტაცია, სლაიდ-შოუს ჩვენება.მოიძიეს საინტერესო ფოტო-მასალა.
მოსწავლეებმა ჰაგიოგრაფიულ ნაწარმოებებზე დაყრდნობით წარმოადგინეს ეპოქა,
განიხილეს ჟანრის
თავისებურება, შუა
საუკუნის ესთეტიკა.გაკვეთილს ესწრებოდნენ დირექტორი გელა ჩხიტუნიძე მოადგილე ლალი ბურძენიძე, პედაგოგები ეთერ ნადირაძე,ოლეგი მაჭავარიანი,მაია
გოშაძე,ნანა ზაბახიძე.
2014 წლის
14 აპრილს XI კლასსი ჩატარდა სამოდელო ,შემაჯამებელი გაკვეთილი
ვაჟა-ფშაველას შემოქმედების მიხედვით
თემაზე: თემისა და პიროვნების ურთიერთობა. აღნიშნულ გაკვეთილზე სკოლის
დირექციასთან ერთად მეზობელი სკოლის პედაგოგებიც გვესწრებოდნენ
სოფ,სპეთის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი-ნანი ჭიტაძე
სოფ.ორღულის საჯარო სკოლის დირექტორი-მარი მწყერაშვილი და ამავე
სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი რუსუდან ქიმაძე
გაკვეთილმა დიდი მოწონება დაიმსახურა და ადგილობრივი რესურსცენტრის
მიერ შემუშავებული შეფასების სქემის მიხედვით უმაღლესი ქულები დავიმსახურეთ (30 ქულა)
2013 წლის 1X კლასში ჩავატარე
მუხრან მაჭავარიანის დაბადების დღისადმი
მიძღვნილი საღამო სახელწოდებით ,,ცხოვრება კია წვალება ,მაგრამ ცოტათი მაინც ჯობია
სიკვდილს“
2014
წლის აპრილის თვეში კი განვახორციელეთ ტრადიციად ქცეული დედაენის დღისადმი
მიძღვნილი ,პროექტ-გაკვეთილი
,,ო.ენავ,ჩემო“...რომელიც ერთი
თვის განმავლობაში მზადდებოდა და მოსწავლეებმა კვირეულის სახით
კლასების მიხედვით წარმოადგინეს კვლევები,
სლაიდ-შოუები,პრეზენტაციები,რომელსაც ესწრებიდნენ მოსწავლეები და მასწვლებლები,მათმა აქტიურობამ და მონდომებამ დიდი მოწონება დაიმსახურა,ჟიურის მიერ
გამოვლინდა სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული მოსწავლეები,კლასები,რომლებიც
სიგელებით დაჯილდოვდნენ.
20 მაისს ჩავატარეთ ინტელექტუალური კონკურსი ,,რა? სად? როდის?“ (ვინ უკეთ იცის ქართული ენა და ლიტერატურა,)სადაც
მონაწილეობა მიიღო მე-9,მე-10 და მე-11
კლაის ორმა გუნდმა (სულ 4 ჯგუფი) გამარჯვებული გახდა მე-11 პირველი კასის გუნდი.
2013-14 სასწავლო წლის
ქართული ენისა
და ლიტერატურის ოლიმპიადაში მონაწილეობა მიიღეს ჩემმა მოსწავლეებმა.
9- კლასიდან 6 მოსწაველე, აქედან II ტურში
გადავიდა ---ზაალ გურასაშვილი,რეზო მისველიძე,ნიკა დავაძე.
10- კლასიდან
5 მოსწავლე, აქედან II ტურში
გადავიდა -ანა ახვლედიანი,ქრისტინა ტოროსელიძე,ნინო ხვედელიზე,ირაკლი ნადირაძე.
11 კლასიდან
4 მოსწავლე, აქედან II ტურში
გადავიდა
----ნანა მწყერასვილი,ირმა ნადირაძე,შორენა მწყერაშვილი.
ჩემმა
მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს მოსწავლე-ახალგაზრდობის შემოქმედებით № 86 კონფერენციაში,სადაც წარმოვადგინეთ თემები:
სლენგი,თანატოლთა მეტყველებაში--ირაკლი ნადირაძე (მე-10 კლასი)
ანთიმოზ ივერიელის ცხოვრება-- ქრისტინა ტოროშელიძე
(მე-10 კლასი)
,,როგორც უფალი,სამშობლოც ერთია ქვეყანაზედა“
მ.ჯავახიშვილის ,,მიწის ყივლის“მიხედვით-ნანა მწყერაშვილი (მე-11 კლასი)
ჟანა ჩაბრაძემ მონაწილეობა მიიღო ბრიტანულ
ოლიმპიადაში,რომელიც ქართული ენის ნორმების ცოდნაზე იყო ორიენტირებული და
საამაყოა,რომ მან ქუთაისში გამართულ ამ ოლიმპიადაში მონაწილეობით პირველსა და
მეორე ტურში მიღებული წარმატებისთვის შესაბამისი დიპლომი და საზაფხულო უნგლისური ენის 10 დღიანი სკოლის ტრენინგებისა
და გაკვეთილების დასწრებს უფლება მოიპოვა.
2013-14 სასწავლო წელს მონაწილეობა მივიღე შემდეგ ტრენინგებში:
1. 2013 წლის 17-18-19-20 ოქტომბერი
ტრენინგის დასახელება: ინკლუზიური განათლება.
2.
2013 წლის ,11-12
ივლისი,
ტრენინგის დასახელება--,,მასწავლების პროფესიული განვითრება.
თვითშეფასება. კოლეგების ურთიერთშეფასება.“
თვითშეფასება. კოლეგების ურთიერთშეფასება.“
3. 2014 წლის
22/03
ტრენინგის დასახელება -
სასწავლო
პროცესის დაგეგმვა და სწავლის ეფექტური სტრატეგიები
2013-14 სასწავლო წელს მონაწილეობა მივიღე შემდეგ კონფერენციებში:
1. მასწავლებელთა I ეროვნული კონფერენცია
,,უნივერსიტეტი სკოლას-სკოლა უნივერსიტეტს“
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი,ს პირველი კორპუსი
ორგანიზაცია: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი,ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი,პედაგოგიკის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი.
60
საუკეთესო ნაშრომს შორის იყო ჩემი საკონფერენციო
თემა და პრეზენტაცია ,,მართალი სამართალი
ვეფხისტყაოსანში“ ( კვლევასა და პრობლემაზე დაფუძნებული
სწავლება,გამოცდილების გაზიარება),რომელიც ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტში
წარმოვადგინე
2. „ლამარა მარგველაშვილის სახელობის სკოლა XXI საუკუნე“
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთანა და ილიას უნივერსიტეტთან თანამშრომლობით
2014 წლის 10 მაისს გაიმართა სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია თემაზე:ინოვაციური მიდგომები პედაგოგიურ პრაქტიკაში.
ჩატარების ადგილი: ქ.თბილისი თიბისი გალერეა
24 საუკეთესო ნაშრომს შორის წარმოვადგინე სტენდური პრეზენტაცია და
მოხსენება თემაზე: პროექტ-გაკვეთილი
,,ო,ენავ ჩემო“...
3.პრეზენტაცია გავაკეთე რაიონულ კულტურის სახლში ,,გამოცდილების გაზიარება" წლის განმავლობაში გაწეული მუშაონის შესახებ,რომლის ინიციატორი რაიონული საგანმანათლებლო რესურს ცენტრი გახლდათ.
პუბლიკაციები: განაათლების მეცნიერებანი და ფსიქოლოგია.(რეცენზირებული ელექტრონული
სამეცნიერო ჟურნალი) თემა:-მართალი სამართალი ,,ვეფხისტყაოსანში“ (პრობლემასა და
კვლევაზე დაფუძნებული სწავლება)
ქართული ენისა
და ლიტერატურის პედაგოგო ირმა
კრაველიძე
Комментариев нет:
Отправить комментарий