ასეთი საჩიქარი მისახსოვრეს ჩემმა მეთერთმეტე კლასის მოსწავლეებმა და გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაული მომოლოცეს, ეს ფასდაუდებელი საჩუქარია ჩემთვის ,რომელმაც სითბო და სიამაყე შემმატა..,მიყვარხართ ბავშვებო !
როცა იესო ადამიანთა შორის იყო, ერთმა რჯულის მცოდნემ ჰკითხა მას: „მოძღვარო, რომელი მცნებაა დიდი რჯულში?“
მათემ ჩაიწერა იესოს პასუხი:
„შეიყვარე უფალი, ღმერთი შენი, მთელი შენი გულით, მთელი შენი სულით და მთელი შენი გონებით.
„ეს არის პირველი და დიდი მცნება.
„და მეორე ამის მსგავსი: შეიყვარე მოყვასი შენი, როგორც თავი შენი“.
მარკოზი ასრულებს ჩანაწერს იესოს განცხადებით: “ამათზე დიდი მცნება არ არსებობს".
მე ბედნიერი ვარ,რომ ეს ჩემს მოსწავლეებს ძალიან კარგად ესმით, მიყვარხართ ბავშვებო,სწორედ თქვენ ალამაზებთ სამყაროს!
მე ბედნიერი ვარ,რომ ეს ჩემს მოსწავლეებს ძალიან კარგად ესმით, მიყვარხართ ბავშვებო,სწორედ თქვენ ალამაზებთ სამყაროს!
მადლიერების კანონი
სანამ ბავშვები ხატავდნენ, მასწავლებელი დამწუხრებული ფიქრობდა იმაზე, თუ რა ცოტა მიზეზი გააჩნიათ ამ ბავშვებსუღარიბესი ოჯახებიდან იმისთვის, რომ იყვნენ მადლიერები.
მან იცოდა, რომ ბავშვების უმრავლესობა დახატავდა რაიმე საკვებს და ცოტა არ იყოს შეცბუნდა, როცა დუგლასმა მიაწოდა თავისი ფურცელი, რომელზეც ხელის მტევანი იყო გამოსახული.
– ეს ალბათ ღვთის ხელია, რომელიც საჭმელს გვაძლევს, – თქვა ერთმა.
– არა, ეს ფერმერის ხელია, – თქვა მეორემ – იმიტომ რომ მას მოჰყავს მოსავალი.
და ასე ყველა გაიძახოდა თავის ვერსიას.
ბოლოს, როცა კლასი დაწყნარდა, მასწავლებელმა ჰკითხა ბიჭს,თუ რა იყო ეს.
– ეს თქვენი ხელია, მასწავლებელო, – თქვა ჩუმად დუგლასმა.
და მასწავლებელს გაახსენდა თუ როგორ ჩასჭიდებდა ხოლმე ხანდახან,შესვენებების დროს, ხელს ამ პატარა, მუდამ მოწყენილ ბიჭუნას და მზრუნველად მიაცილებდა მას კლასამდე. ის ასე ექცეოდა ყველას, მაგრამ დუგლასისთვის ეს აღმოჩნდა ძალზე მნიშვნელოვანი.
მასწავლებელი სულით ხორცამდე შესძრა მადლიერების ამ ჟესტმა. შეიძლება ეს იყო საერთო მადლიერების გამოხატვა არა იმ მატერიალური სიკეთისთვის, რომელიც ჩვენ გვეძლევა, არამედ შესაძლებლობისთვის, გავცეთ თუნდაც მცირედი ნაწილი ჩვენი ადამიანური სითბოსი და სიყვარულისა…“
Комментариев нет:
Отправить комментарий