ჩატარების ადგილი: რუსთავი, ვაჟა–ფშაველას მე– 12 საჯარო სკოლა
ორგანიზაცია: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი,ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი,პედაგოგიკის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი.
კონფერენციის ხანგრძლივობა: 2 დღე
თარიღი: 2014 წლის 5–6 დეკემბერი
მიზანი : კონფერენცია მიზნად ისახავდა უმაღლეს და საშუალო სკოლას შორის აკადემიური ურთიერთობების განვითარება გაღრმავებას; მონაწილეებს შორის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს სწავლების ხარისხის გაზრდას როგორც საშუალო, ისე უმაღლეს სკოლაში და განავითარებს პედაგოგიკის მეცნიერების თეორიასა და პრაქტიკას. ასევე განხორციელდა განათლების სპეციალისტების, საუნივერსიტეტო პროფესიული საზოგადოებისა და საშუალო სკოლის მასწავლებლების მიერ თანამედროვე საგანმანათლებლო პროცესების განსაზღვრული სასწავლო მიზნების სირთულეებისა და პრობლემების ანალიზი; პროფესიული საჭიროებების გათვალისწინებით, პრობლემური საკითხების დასმა და კონკრეტული ნაბიჯების დასახვა სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის გზებისა და ფორმების შემუშავების მიზნით.
რეზიუმე: 5 დეკემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში , ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პედაგოგიკის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტმა მასწავლებელთა III კონფერენცია „ უნივერსიტეტი სკოლას - სკოლა უნივერსიტეტს“ გახსნა. მუშაობისათვის მეტად თბილი და უშუალო გარემო იყო შექმნილი. მე,როგორც მომხსენებელმა 5 დეკემბერს წარმოვადგინე თემა: ,,როგორ გვეხმარება ლიტერატურა ჩვენი თავის უკეთ შეცნობაში, ანუ ,,კაცური კაცობის",მოქალაქეობრივი ღირებულების საკითხი ,,ოთარაანთ ქვრივის" სწავლებისას"
კონფერენცია მართლაც ეროვნული სულისკვეთების მატარებელი იყო, აქ განხილული ყველა პრობლემა და მათი გადაჭრის გზების ძიება,ვფიქრობ, ქვეყნის უმთავრესი პრობლემის,მომავალი თაობის აღზრდისა და ჯანსაღი განათლების სისტემის ჩამოყალიბების საწინდარია.
საორგანიზაციო ჯგუფმა კონფერენციის ყველა მონაწილე სერთიფიკატებით დააჯილდოვა.
პრეზენტაცია:საორგანიზაციო ჯგუფმა კონფერენციის ყველა მონაწილე სერთიფიკატებით დააჯილდოვა.
Комментариев нет:
Отправить комментарий